მარადონამ არგენტინის ნაკრების თავკაცი გააკრიტიკა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონა ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების პოსტზე თავისი მემკვიდრე სერხიო ბატისტა გააკრიტიკა, რომელიც ამერიკის თასზე საასპარეზოდ გუნდში "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის კარლოს ტევესის გამოძახებას არ აპირებს.

ბატისტამ არ დამალა, რომ ტევესი არაფერში სჭირდება, რამდენადაც მის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორიც ლიონელ მესი და გონსალო იგუაინია.

"ამ მთვრალი უნდა იყო, ან "კაიფში", ტევესი რომ გუნდში არ გამოიძახო, - განაცხადა მარადონამ სატელევიზიო გადაცემაში, რომელიც პირდაპ ეთერში გადაიცემოდა. – ნუ მეტყვით, რომ ფორვარდის პოზიციაზე ვინმე სხვის გამოცდას აპირებთ. რომელ ტესტზეა საუბარი?"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც ფეხბურთელი ვაფასებ, მაგრამ როგორც მწრთვნელი სირცხვილია კომენტარის გაკეტება მისი "კრახის" შემდეგ...
gigalo
15:10 19-05-2011
0

სიახლეები პოპულარული