რონალდო ბრაზილიის ნაკრებში ერთი მატჩით დაბრუნდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბრაზილიელი რონალდო "პენტაკამპეონების" ნაკრებში ერთი მატჩით დაბრუნდება.

რონალდო ეროვნულ გუნდში გამოსათხოვარ მატჩს 2011 წლის 7 ივნისს ჩაატარებს. 34 წლის ფორვარდი მოედანზე რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში გამოვა. ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელის მანო მენეზესის თქმით, რონალდო პირველ ტაიმში რამდენიმე წუთს ითამაშებს.

სულ მენეზესმა ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა. ისინი რუმინეთთან მატჩისთვის, ასევე ჰოლანდიასთან თამაშისთვის მოემზადებიან, რომელიც 4 ივნისს გაიმართება. ბრაზილიელთა შემადგენლობაში სამი ახალი ფეხბურთელია - "ფლუმინენსეს" ფორვარდი ფრედი, "კრუზეიროს" მეკარე ფაბიო და "ფლამენგოს" ნახევარმცველი ტიაგო ნევესი.

რონალდომ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი
1994 და 2002 წელს მოიგო, ამასთან 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1996, 1997 და 2002 წელს ფიფამ ბრაზილიელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, 1997 და 2002 წელს ის "ოქროს ბურთით" დააჯილდოვეს, იმავე 1997 წელს კი "ოქროს ბუცით".

კარიერის მანძილზე ფორვარდი "ბარსელონაში", მილანის" ინტერსა" და მადრიდის "რეალში" თამაშობდა. 2008 წლიდან რონალდო ბრაზილიის "კორინთიანსში" გამოდიოდა და ამ კლუბში თამაშს 2011 წლის ბოლომდე აპირებდა, მაგრამ თებერვალში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. რონალდომ თქვა, რომ მას "თამაში მეტი აღარ შეუძლია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული