მარადონა გრონდონას სასამართლოში უჩივის

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის ხულიო გრონდონას წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.

მარადონას გაცეცხლების მიზეზი გრონდონას განცხადება გახდა, სადაც ამ უკანასკნელმა ლეგენდარულ არგენტინელს ნარკოტიკებთან კავშირზე მიანიშნა. მანამდე მარადონამ ასაკიან გრონდონას თანამდებობის დატოვება ურჩია.

"მე ახალგაზრდა არ ვარ, თუმცა ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, რომლებიც არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნურად შეძენილი სენით არიან დაავადებულნი, ჯანმრთელი ვარ", - თქვა გრონდონამ.

ამის პასუხად მარადონამ უმალ განაცხადა: "მე დასამალი არაფერი მაქვს, რადგან უკვე შვიდი წელია, ნარკოტიკებთან არაფერი მაკავშირებს. ყოველთვის მზად ვარ, ჩავაბარო ანალიზები,
გრონდონას კი სასამართლოში შევედავები".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული