გრონდონა, მიხედე ტრიბუნებს და მსაჯებს!

AutoSharing Option
არგენტინის მორიგი ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურიღა რჩება და ჩემპიონობის შანსი (ზოგს პრაქტიკული, ზოგს მხოლოდ თეორიული) პრიმერადივიზიონის 20 მონაწილიდან 15-ს ჯერ კიდევ შერჩა! აი, ასე დაძაბულად მიმდინარეობს კლაუსურა სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში. მოდი, მე-15 ტურის საინტერესო პერიპეტიები შევაჯამოთ...

ტურის მოვლენები
"ველეს სარსფილდი" უახლოეს მდევარს სამი ქულით უსწრებს. ლიდერმა "ხიმნასიას" ბრძოლაში, მაგრამ დამაჯერებლად მოუგო. შეგახსენებთ, რომ სწორედ "ხიმნასიაა" ის გუნდი, რომელთანაც საბედისწერო ფრემ "ველესს" აპერტურა არ მოაგებინა. ამჯერად, მასპინძლებს ნახევარი წლის წინანდელი შეცდომები არ გაუმეორებიათ.

პრიმერაში ერთი მატჩი ჩაიშალა - "ურაკანი"-"ესტუდიანტესი". 32-ე
წუთზე, როცა სტუდენტები 2:0-ს იგებდნენ, ტრიბუნებზე დიდი არეულობა დაიწყო და შეხვედრის არბიტრმა დელფინომ თამაში შეწყვიტა. რამდენიმე წუთში ყველაფერი კი ჩაწყნარდა, მაგრამ მსაჯმა თამაშის განახლება მაინც აღარ გარისკა. ახლა გრონდონას ხშირად აკრიტიკებენ, ზოგი რის და ზოგი რის გამო, ბოლო ხანს "რივერ პლეიტის" ხელმძღვანელები არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს "ბოკა ხუნიორსოს" მიმართ სიმპათიებში ამხელენ, თუმცა, ჩვენი აზრით, გასაპროტესტებელი სწორედ ესაა - ხულიო გრონდონამ მმართველობის 32 წლის განმავლობაში არათუ ვერ აღკვეთა არეულობები არგენტინის საფეხბურთო სტადიონებზე, არამედ, არც კი უცდია.

"რივერ პლეიტმა" ვერ მოიგო და კვლავ გასავარდნი პლეი ოფის ზონაში იმყოფება (მიუზედავად იმისა, რომ კლაუსურაზე მე-5 ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება). მისმა კონკურენტმა "ოლიმპომ" მოიგო და შედეგიც სახეზეა. მომდევნო ტურში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და უშუალო შეხვედრა ბევრ რამეს გადაწყვეტს.

ტურის ციფრები
9 მატჩში 21 გოლი გავიდა (საშუალოდ 2,33 გოლი შეხვედრაში). 12 გოლი მასპინძლების ანგარიშზეა, 9 სტუმრების. ბუნებრივია, აქ "ესტუდიანტესის" მიერ გატანილი 2 გოლი არ მიგვითვლია, რადგან ის მატჩი ჩაიშალა.

დუბლი არავის შეუსრულებია, თუმცა გვყავს ჰეთ თრიკის ავტორი - სილვიო რომერო. "ლანუსის" ფორვარდი სეზონის მეორე ჰეთ თრიკის ავტორია "ტიგრეს" შემტევი დენის სტრაკვალურსის შემდეგ. სხვათა შორის, დენისს დიდი ხანია არ გაუტანია, თუმცა ბომბარდირთა დავაში ტეო გუტიერესთან ერთად 9-9 გოლით ლიდერობს.

ტურის მატჩი
ინდეპენდიენტე VS კოლონი
მართლაც ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, რომელიც მასპინძელთა გუნდმა 3:1 მოიგო, შესანიშნავი ინტრიგა მატჩში, ბრწყინვალე გოლები. მოკლედ, ყველაფერი იყო, რაც ფეხბურთს ამშვენებს.

ტურის გმირი
პატრისიო როდრიგესი
"ინდეპენდიენტეს" ლიდერმა აჯობა ისეთ კონკურენტს, როგორიც ჰეთ თრიკის ავტორი რომეროა. "პატიტო" ბრწყინვალე ფორმაშია. წინა ტურში მან მეტოქის კარში საოცარი გოლი გაიტანა, გზად ორი მცველი და მეკარე მოატყუა. როდრიგესმა ახლაც გაიტანა, შედარებით ნაკლებ ეფექტური გოლი, მაგრამ ახლა საგოლე პასიც მიითვალა.

ტურის სკანდალი
ასეთი ამ ტურში ორი იყო, პირველზე უკვე დავწერეთ - მატჩი არეულობის გამო ჩაიშალა. მეორის "შემოქმედი" კი "ბანფილდი"-"გოდოი კრუსის" მატჩის არბიტრი საულ ლავერნია. ის ამ შეხვედრაში სამჯერ შეცდა უხეშად და სამივეჯერ "გოდოი კრუსის" წინააღმდეგ: 1. არ ჩათვალა ვილიარის გოლი, ბურთი ხარიხას მოხვდა და შემდეგ კარის ხაზს უკან დაეშვა; 2. სრულიად უმიზეზოდ გააძევა გოლის ავტორი ლეანდრო სიგალი; 3. არ დადო ნაღდი პენალტი ნავაროს წაქცევისთვის.

თამაშის შემდეგ ლავერნიმ ორი შეცდომა აღიარა: გოლი უნდა ჩამეთვალა და პენალტიც უნდა დამედოო, მაგრამ არაფრით ახსნა, რატომ გააძევა სტუმართა ნახევარმცველი. ამით მსაჯმა "გოდოი კრუსს" საჩემპიონო რბოლაში შანსები ძალიან შეუმცირა.

ტურის კურიოზი
"რივერ პლეიტის" გოლკიპერი ხუან პაბლო კარისო მთლად "აიჭრა". ზედიზედ მეორე ტურია ის უხეშად ცდება. წინაზე ის "სუპერკლასიკოზე" შეცდა, ახლა - "კლასიკოზე". სტუმარმა ჯონათან ფერარიმ ძალიან შორიდან დაარტყა, მაგრამ კარისომ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა. თამაშის შემდეგ გოლკიპერი ტრიბუნებმა სტვენით გააცილეს, რასაც მანაც უკმაყოფილო ჟესტიკულაციით უპასუხა და მცირე დებოში მოაწყო, სანამ გასახდელში ჩავიდოდა.

"ურაკანის" მეკარე გასტონ მონსონს კარგი რეპუტაცია აქვს, თუმცა ამ ტურში მან ძალზე უხეში შეცდომა დაუშვა, როცა ჩაწოდებულ ბურთს ვერ მიწვდა და მეტოქის ფორვარდს გაატანინა.

ტურის გოლები
სანტიაგო სილვა (ველესი): პირველი გოლი "ხიმნასიას" კარში.
პატრისიო როდრიგესი (ინდეპენდიენტე): მეორე გოლი "კოლონის" კარში.
ლეანდრო კარუსო (რივერი): პირველი გოლი "სან ლორენსოს" კარში.

გავარდნის კლასიფიკაცია
გუნდი კოეფიციენტი
14.ოლიმპო 1,264
15. არსენალი 1,263
16. ტიგრე 1,263
17. რივერი 1,254
18. ურაკანი 1,119
19. ხიმნასი 1,109
20. კილმესი 1,029

პრიმერა ბ-დან ელიტაში აღზევების უფლება უკვე მოიპოვა "ატლეტიკო რაფაელუმ". კარგად მიდის სანტა-ფეს "უნიონის" საქმეებიც.

ველესი ორ ფრონტზე
"ლიბერტადორესის თასზე" წინ ნახევარფინალებია და იქ მხოლოდ ერთი არგენტინული კლუბია - "ველესი".

ყველა გზა რომში მიდის?
"რივერ პლეიტის" გამთამაშებელი ერიკ ლამელა ახლოსაა "რომაში" გადასვლასთან. რომაული კლუბის სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი სამხრეთ ამერიკაში იმყოფებოდა და "რივერისა" და "სან ლორენსოს" თამაშსაც დაესწრო. ფეხბურთელის მამამ განაცხადა, რომ საბატინი მის შვილს აკვირდებოდა. ვალტერ საბატინი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "ლამელას თამაში მომეწონა".

"ველესმა" გამოაცხადა, რომ სურს რიკი ალვარესის შენარჩუნება, მაგრამ თუ მისი წასვლა მაინც გადაწყვეტილია, არგენტინული კლუბი ლონდონის "არსენალს" ალვარესის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს მოსთხოვს.

ტურის სიმბოლური ნაკრები
გოლ.კომ. 3-4-1-2
ლაურეანო ტომბოლინი (ოლიმპო) - ლისანდრო ლოპესი (არსენალი), ალექსის ფერერო (რივერი), როლანდო სკიავი (ნიუელსი) - გვიდო პისარო (ლანუსი), მაურო კამორანესი (ლანუსი), მარტინ აგირე (ოლიმპო), ვიქტორ საპატა (ველესი) - მიგელ კანეო (ოლიმპო) - სანტიაგო სილვა (ველესი), სილვიო რომერო (ლანუსი).


ნიუელსი-ოლ ბოისი 1:0
გოლი: 1:0 სკიავი (28)
გაძევება: ჯილიოტი (90. ოლ ბოისი), ფიდელეფი (90. ნიუელსი)

ბანფილდი-გოდოი კრუსი 1:1
გოლები: 1:0 აჩუკარო (16), 1:1 სიგალი (59)
გაძევება: სიგალი (69. გოდოი კრუსი)

ტიგრე-ლანუსი 0:3
გოლები: 0:1 რომერო (16), 0:2 რომერო (50), 0:3 რომერო (56)

არხენტინოსი-ოლიმპო 0:1
გოლი: 0:1 აგირე (84)

ურაკანი-ესტუდიანტესი გადაიდო

ინდეპენდიენტე-კოლონი 3:1
გოლები: 1:0 პარა (19), 2:0 პ. როდრიგესი (22), 2:1 ფუერტესი (63), 3:1 სილვერა (85)

კილმესი-რასინგი 2:0
გოლები: 1:0 კაუტერუკიო (55), 2:0 კანეო (74)

ველესი-ხიმნასია 2:0
გოლები: 1:0 ს. სილვა (25), 2:0 მორალესი (81-პენ)

რივერი-სან ლორენსო 1:1
გოლები: 1:0 კარუსო (29), 1:1 ფერარი (74)
გაძევება: ხიმენესი (88. სან ლორენსო)

არსენალი-ბოკა 2:2
გოლები: 1:0 ობოლო (23), 1:1 ვიატრი (53), 2:1 ლ. ლოპესი (60), 2:2 მოუჩე (81)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 15 9 3 3 29-14 30
2. გოდოი კრუსი 15 8 3 4 27-22 27
3. ლანუსი 15 7 5 3 22-13 26
4. ოლიმპო 15 7 4 4 26-20 25
5. რივერი 15 6 5 4 12-11 23
6. ინდეპენდიენტე 15 5 7 3 22-17 22
7. რასინგი 15 7 1 7 21-18 22
8. არხენტინოსი 15 5 7 3 12-9 22
9. ბოკა 15 6 4 5 18-17 22
10. სან ლორენსო 15 5 5 5 17-13 20
11. ტიგრე 15 5 5 5 20-21 20
12. კოლონი 15 6 2 7 18-22 20
13. ესტუდიანტესი 14 5 4 5 14-15 19
14. ბანფილდი 15 5 4 6 16-20 19
15. ოლ ბოისი 15 5 4 6 11-15 19
16. კილმესი 15 4 4 7 20-23 16
17. არსენალი 15 3 6 6 20-21 15
18. ხიმნასია 15 3 6 6 15-20 15
19. ურაკანი 14 2 5 7 14-27 11
20. ნიუელსი 15 3 2 10 14-30 11

ბომბარდირები: 9 - სტრაკვალურსი (ტიგრე), გუტიერესი (რასინგი); 8 - ფუერტესი (კოლონი), კამპორა (ურაკანი); 7 - ობოლო (არსენალი).

მომდევნო ტური
28 მაისი: კოლონი-არხენტინოსი, სან ლორენსო-არსენალი, ოლ ბოისი-კილმესი, რასინგი-ბანფილდი.
29 მაისი: ტიგრე-ველესი, ესტუდიანტესი-ინდეპენდიენტე, ბოკა-ნიუელსი, ოლიმპო-რივერი.
30 მაისი: ლანუსი-ურაკანი, გოდოი კრუსი-ხიმნასია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული