გრონდონას კრიტიკა იმით იყო გამოწვეული, რომ ინგლისი ფიფას პრეზიდენტის არჩევნების გადატანას სკანდალის გამო ითხოვდა, რომელშიც აზიის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე მოჰამედ ბინ ჰამამი მონაწილეობდა. თუმცა ფიფას კონგრესმა არჩევნების დანიშნულ ვადაში, ანუ დღეს ჩატარებას მისცა ხმა.
"დაუჯერებელია, რომ პრობლემებს მუდამ ერთი ქვეყანა ქმნის. 1974 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ინგლისს არ მოსწონს. ჩვენ 2011 წელში ვცხოვრობთ, მაგრამ მათვის ეს სულერთია და ყოველთვის აქვთ საწუწუნო".