რონალდინიოს გოლი, რივალდოს საგოლე

AutoSharing Option
ბოტაფოგო-სანტოსი 1:0
გოლი: 1:0 ფ. ფერეირა (36)

ინტერნასიონალი-სეარა 0:1
გოლი: 0:1 იარლეი (63)
გაძევება: ვაშინგტონი (90. სეარა)

ავაი-ატლ. მინეირო 1:3
გოლები: 1:0 ფ. სანტოსი (7), 1:1 ლ. სიკვა (16), 1:2 რევერი (66), 1:3 ლ. სილვა (68)

სან პაულუ-ფიგეირენსე 1:0
გოლი: 1:0 ლუკასი (90)

კორინთიანსი-კორიტიბა 2:1
გოლები: 1:0 პაულინიო (4), 1:1 ლეონარდო (73), 2:1 დანილო (80)

ბაია-ფლამენგო 3:3
გოლები: 1:0 ლულინია (16), 1:1 რონალდინიო (30), 2:1 ჟობსონი (37), 2:2 ბოტინელი (53), 2:3 ეგიდიო (72), 3:3 ჟობსონი (90)
გაძევება: ელდერი (77. ბაია)

ატლ. პარანაენსე-გრემიო 0:1
გოლი: 0:1 რ. სანტოსი
(13 ს.კ.)

კრუზეირო-პალმეირასი 1:1
გოლები: 0:1 ლუანი (60), 1:1 რამონი (74)

ვასკო და გამა-ამერიკა 3:0
გოლები: 1:0 ბერნარდო (9-პენ), 2:0 ენრიკო (48), 3:0 ელტონი (90)
გაძევება: დუდუ (78. ამერიკა)

ატლ. გოიანენსე-ფლუმინენსე 0:1
გოლი: 0:1 ეუსებიო (11)

ბრაზილიური სერია ა სულ 2 ტურია, რაც დაიწყო. ჯერჯერობით 4 კლუბი უდანაკარგოა და მათ შორის არის "სან პაულუ". "ტრიკოლორმა" დიდი გაჭირვებით აჯობა "ფიგეირენსეს". "სან პაულუს" გოლკიპერ როჟერიო სენის ჯერ ამ ჩემპიონატზე გოლი არ გაუშვია.

ამ შეხვედრაში "სან პაულუს" რიგებში ლუკასი და დაგობერტო გამოირჩეოდნენ. ყველას ეგონა, რომ მასპინძლებმა ვერ გატეხეს სტუმართა დაცვის ხაზი დიდი პრესინგის მიუხედავად, მაგრამ ვეტერან რივალდოს პასს ახალგაზრდა ლუკასის დარტყმა მოყვა 25 მეტრიდან - 1:0. 6-6 ქულა აქვთ "ატლეტიკო მინეიროს", "ვასკო და გამას" და "კორინთიანსს".

ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა "ფლამენგოს" ვარსკვლავმა რონალდინიომ. დებიუტანტ "ბაიას" და ფავორიტის მატჩი კი ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა ტურში, 6 გოლი გავიდა და გამარჯვებული მაინც ვერ გამოვლინდა - 3:3. ვანდერლეი ლუშემბურგოს გუნდი ხშირად და ლამაზად უტევდა, მაგრამ დაცვა მიგდებული ჰყავდა, რითაც მასპინძელთა ფორვარდმა ჟობსონმა ისარგებლა და დუბლი შეასრულა.

ისე, ტური ვერ გამოდგა უხვგოლიანი - 10 მატჩიდან ნახევარი 1:0 დასრულდა. მომავალ ტურში ორი საინტერესო დაპირისპირება გველის: "ფლუმინენსე"-"კრუზეირო" და "ფლამენგო"-კორინთიანსი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული