ბრაზილია და არგენტინა კოპასთვის მძიმედ ემზადებიან

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები საშინლად იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ქალაქ გოიანიაში ჰოლანდიის ნაკრებთან 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ ფანები სტვენით აცილებდნენ თავისიანებს. მოკლედ, ბრაზილიელთა თავკაც მანო მენეზესს ჯერ ხეირიან მეტოქესთან მოგება არ ჩაუწერია აქტივში. მართალია, ბურთს უმთავრესად ბრაზილია აკონტროლებდა, მაგრამ 30 ათასამდე გულშემატკივარმა ჰოლანდიელთა კარში გოლი ვერ იხილა. ევროპელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა მეკარე ტიმ კრულს, რომელმაც უბრალოდ შესანიშნავად ითამაშა და კარი მშრალად შეინახა. მეორე დილით ბრაზილიის უმსხვილესი გაზეთი "ფოლია დე სან პაულუ" წერდა, რომ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ისე ითამაშა, ტრიბუნებზე ბევრი ფანი ჩამოაძინაო. "ჩვენ
ჩვენი შანსები კი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ", - თქვა დანანებით "სელესაოს" ამომავალმა ვარსკვლავმა ნეიმარმა.

ბრაზილია-ჰოლანდია 0:0
ბრაზილია (4-3-3): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ლუსიო, ტ. სილვა, სანტოსი (85. ადრიანო) - რამირესი, ლუკას ლეივა (65. სანდრო), ელანო (65. ლუკასი) - რობინიო (75. ელიასი), ფრედი (75. ლეანდრო დამიაო), ნეიმარი.
ჰოლანდია (4-2-3-1): კრული - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატისენი, პიეტერსი - დე იონგი (64. მადურო), სტროოტმანი (74. სჰაარსი) - რობენი, აფელაი, კუიტი (64. ელია) - ვან პერსი (64. ჰუნტელაარი).
გაძევება: რამირესი (69)

პერუ-ჩეხეთი 0:0

ბოლივია-პარაგვაი 0:2
გოლები: 0:1 ბარიოსი (34), 0:2 სანტანდერი (73)

ნიგერიის ნაკრებთან 1:4 მარცხს, სერხიო ბატისტას გუნდმა პოლონელებთან წაგებაც მიაყოლა. პირველ მატჩს ფიფა-ს კომისია იძიებს, რადგან იმ შეხვედრის ირგვლივ ტოტალიზატორებში საეჭვო აქტიურობა დაფიქსირდა. ბატისტას საფიქრებელი კი უფრო ისაა, რომ კოპა ამერიკის დაწყებამდე თვეზე ნაკლები დარჩა (1 ივლისს იწყება) და მომავალ მასპინძლებს ჯერ ვერ უპოვნიათ წარმატების ფორმულა. რომელ წარმატებაზეა საუბარი, როცა არგენტინის დაცვის ხაზი ბავშვურ შეცდომებს უშვებს. პირველ ტაიმში ფედერიკო ფასიომ უბრალოდ აჩუქა გოლი მეტოქეს, მას შემდეგ, რაც ბოლო მცველის რანგში ბურთს აცდა! - ადრიან მიერჟეიევსკის აღარ გასჭირვებია გატანა. მეორე ტაიმი მარკო რუბენის საპასუხო გოლით დაიწყო (შჩესნის შეცდომა აშკარაა), თუმცა ისევ არგენტინელთა ცენტრალურმა მცველებმა "იყოჩაღეს" და ახლა პაველ ბროჟეკს გაატანინეს.

პოლონეთი-არგენტინა 2:1
პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - პისჩეკი, ვოიტკოვიაკი, იოდლოვიეცი, ვავრჟინიაკი - მურავსკი (76. მატუშიკი), დუდკა - კუბა, მიერჟეიევსკი (80. კუჩარჩიკი), გროსიცკი (56. ბროჟეკი) - ლევანდოვსკი (89. კლიჩი).
არგენტინა (4-3-3): გაბარინი - საბალეტა (46. ბელუში), მუსაჩიო, ფასიო (46. ინსუა), ანსალდი - ბოლატი, ბერტოლო (46. ბოტინელი), კაბრალი (68. ფომიკა) - კრისტალდო, პიატი (78. გაიტანი), რუბენი.
გოლები: 1:0 მიერჟეიევსკი (26), 1:1 რუბენი (47), 2:1 ბროჟეკი (67)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული