რონალდომ ბრაზილიის ნაკრებში ბოლო მატჩი ითამაშა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ დღეს ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი ითამაშა. რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში "სელესაომ" მინიმალური ნაგარიშით - 1:0 გაიმარჯვა.

34 წლის ფეხბურთელი მოედანზე პირველი ტაიმის 30-ე წუთზე გამოვიდა და 15 წუთი ითამაშა. მეორე ტაიმის დასაწყისში ის თავდამსხმელმა ნილმარმა შეცვალა.

ეს მატჩი პენტაკამპეონების შემადგენლობაში რონალდოს კარიერაში 98-ე იყო. ნაკრებში მან 62 გოლი გაიტანა.

"ფენომენი" საკლუბო დონეზე კიდევ რამდენიმე მატჩს გამართავს. ის "კორინთიანსის" ახმანაგურ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. უკვე ცნობილია, რონალდო ყოფილი კლუბების - "ინტერის" და "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს.

"კრუზეიროს", პსვ-ს, "ბარსელონას", "ინტერის",
"რეალის", "მილანის" და "კორინთიანსის" შემადგენლობაში რონალდომ 517 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 352 გოლი გაიტანა.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული