გოლი: 1:0 ფრედი (21)
ამ შეხვედრაში არც ანგარიში იყო მთავარი და არც თამაში - არამედ ის, რომ სან პაულუში ნაკრებიდან გააცილეს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი რონალდო. 34 წლის რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას 18-წლიანი სანაკრებო კარიერა რუმინეთთან მატჩში დასრულდა - ის მოედანზე 30-ე წუთზე შევიდა და შესვენებამდე ითამაშა. რონალდო, რომელიც ფეხბურთიდან თებერვალში წავიდა, ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს 4 ჩემპიონატზე წარადგენდა. ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად რჩება 15 გოლით. "ფენომენმა" ბრაზილიის ნაკრების მაისურით 98 თამაშში 62 გოლი
შეხვედრის ერთადერთი გოლი კი ფრედმა პირველ ტაიმში გაიტანა. თამაშის შემდეგ რონალდომ გულშემატკივარს მიმართა: "დღეს გოლის გატანის შანსები მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. ყველას დიდი მადლობა, ვისაც ჩემს კარიერაში წვლილი მიუძღვის. როცა ვტიროდი, თქვენც ტიროდით, როცა ვიცინოდი - თქვენც მხიარულ განწყობაზე იყავით. ჩვენ კიდევ შევხვდებით, ოღონდ ახლა სხვა სტატუსით. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ბრაზილიელი ვარ".