ბატისტა: არგენტინას ამერიკის თასის ვერმოგების უფლება არ აქვს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანი ამერიკის თასის გათამაშებაში ტურნირის ფინალში გასვლა და გამარჯვებაა.

"ჩვენ უბრალოდ, ვალდებულნი ვართ, გავიმარჯვოთ ამ ტურნირზე, რამდენადაც საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ. ისინი ჩვენგან მაქსიმუმს მოითხოვენ და თუკი ამ მიზანს ვერ მივაღწევთ, ეს უდიდესი ჩავარდნა იქნება.

რაც შეეხება ბოლო ამხანაგურ მატჩში ნიგერიის ნაკრებთან დამარცხებას, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თვით ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებთან გამიმარჯვია, მაგრამ ამჯერად მე წავაგე", - განაცხადა ბატისტამ.

მომზადებულია Futbolargentino.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული