"ჩვენ უბრალოდ, ვალდებულნი ვართ, გავიმარჯვოთ ამ ტურნირზე, რამდენადაც საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ. ისინი ჩვენგან მაქსიმუმს მოითხოვენ და თუკი ამ მიზანს ვერ მივაღწევთ, ეს უდიდესი ჩავარდნა იქნება.
რაც შეეხება ბოლო ამხანაგურ მატჩში ნიგერიის ნაკრებთან დამარცხებას, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თვით ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებთან გამიმარჯვია, მაგრამ ამჯერად მე წავაგე", - განაცხადა ბატისტამ.
მომზადებულია Futbolargentino.com-ის მიხედვით