მარტინ პალერმომ მოთამაშის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
არგენტინის ჩემპიონატის 19-ე ტურის მატჩი "ბოკა ხუნიორსი"-"ბანფილდი" მასპინძელთა კაპიტნისთვის მარტინ პალერმოსთვის უკანასკნელი გახდა. 37 წლის მოთამაშემ მატჩი სრულად ჩაატარა, რის შემდეგაც გულშემატკივრებმა გუნდის ლიდერს ოვაციები მოუწყვეს.

"ბოკამდე" თავდამსხმელი "ესტუდიანტესში", "ვილიარეალში", "ბეტისში" და "ალავესში" გამოდიოდა.

პალერმომ არგენტინის ნაკრების მაისურით 15 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული