ასე იყო თუ ისე, დღეს ტევესი ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშია და ტურნირისთვის ემზადება, რომლის მოგებაც ძალიან სურს.
- კარლოს, გულშემატკივრებს ძალიან უყვართა, არა?
- დიახ და ისევ სასიამოვნოდ მაოცებენ. ეს გრძნობა ძნელი გადმოსაცემია - ადამიანებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ უყვარხარ და მორჩა. მე ამისთვის მადლიერი ვარ და ყოველთვის გავიმეორებ
- მაგრამ ხომ მაინც აუცილებელია ადამიანთა სულები შეძრა, რათა შენით ასე აღფრთოვანდნენ?
- ეს ალბათ ჩემი ხასიათისა და ქცევის შედეგიცაა... ან შეიძლება თამაშის მანერის, რომელიც არგენტინელ გულშემატკივარს ძალიან მოსწონს.
- იქნებ იმიტომაც, რომ ყოველთვის ხაზს უსვამთ, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენთვის ნაკრები?
- დიახ, შეიძლება, ესეც იწვევს ჩემდამი დადებით გრძნობებს.
- ისევ ფიქრობთ, რომ ნაკრებში თქვენს დაბრუნებაში გადამწყვეტი როლი საზოგადოებრივი აზრმა შეასრულა?
- ვფიქრობდი, რომ გუნდში ვერ მოვხვდებოდი. საბედნიეროდ, მწვრთნელთან ამ ყველაფერზე დავილაპარაკე, გავერკვიეთ ვითარებაში და ახლა ნაკრებში ვარ. ის რაც იყო, უკვე წარსულია. სამ კვირაში ამერიკის თასი დაიწყება და მხოლოდ წინ ყურება გვმართებს. თანაც, არგენტინას დიდი ხანია ტიტულები აღარ მოუპოვებია. ეს ტურნირი კი მშვენიერი შესაძლებლობაა, არგენტინელები გავახაროთ.
- თანაც, საკუთარ კედლებში ითამაშებთ..
- დიახ და მოგებისთვის ეს იდეალურია. მე ბოლო ორ ტურნირში: პერუ-2004-სა და ვესუელა 2007-ში ვითამაშე და ორივეგან ფინალამდე გავაღწიეთ, სადაც ბრაზილიასთან დავმარცხდით. ახლა პუბლიკის მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
- მომავალი ტურნირი ერთგვარი რევანში ხომ არ იქნება?
- არა, რევანში აქ არაფერ შუაშია, მაგრამ თასის მოგება მართლა არანორმალურად მსურს. ყველა - ფეხბურთელები, მწვრთნელები, ხელმძღვანელობა - ვხვდებით, რომ ჩვენზე ძალიან მაღალი ფსონია და უნდა მოვიგოთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევზე.
ტევესმა ლიონელ მესისთან კონფლიქტზე სიტყვა თავისი ინიციატივით ჩამოაგდო.
- არ ვიცი, ვინ და რატომ გაავრცელა ხმები, თითქოს მე მესისთან ვიჩხუბე და ნაკრებში თამაშს იმ პირობით დავთანხმდი, თუკი ძირითადში ადგილი გარანტირებული მექნება. რა სისულელეა! როდესაც ნაკრებში მიხმობენ, პირობებს მე არასდროს ვაყენებ. უბრალოდ, მინდა გუნდისთვის ყველანაირი თვალსაზრისით სასარგებლო ვიყო. თუკი ბატისტა სასტარტო შემადგენლობაში მხედავს, ხომ კარგი და თუკი სათადარიგოთა შორის ვიქნები, პრობლემა ნამდვილად არ იქნება.
- სწორად აკეთებს ბატისტა, გუნდს მესის გარშემო რომ აგებს?
- მესიმ რომ უნდა ითამაშოს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე გვყავს და ამით უნდა ვისარგებლოთ. მას ახლა ბრწყინვალე პერიოდი უდგას - უკვე მეოთხე წელია "ბარსელონასთან" ერთად ყველაფერს იგებს. ლეო - მსოფლიო მასშტაბის ფიგურაა.
- ბატისტას საყვარელი სქემაა - მესი თავდამსმხელთა უკან, წინ კი ორი ფორვარდით თამაში. ამ განლაგებაში თქვენ რომელი პოზიცია შეიძლება დაიკავოთ?
- მაგალითად "მანჩესტერ სიტიში" თავდასხმაში ვთამაშობ, მაგრამ ნაკრებში იქ გავირჯები, სადაც დამაყენებენ. ჩემთვის სულერთია.