პელემ ნეიმარი ვარცხნილობის მითვისებაში ამხილა

AutoSharing Option
ფეხბურთში სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი პელე ბრაზილიის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველ ნეიმარს გაეხუმრა. ბრაზილიური კლუბის "სანტოსის" ბაზაზე ნეიმართან შეხვედრისას, პელე ახალგაზრდა ფეხბურთელს ხუმრობით სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. პელეს თქმით, ნეიმარი იმ ვარცხნილობას იმეორებს, რომელსაც თავად 1958 წელს ატარებდა.

პელემ ამტკიცებდა, რომ 43 წლის წინ მას ისეთივე ვარცხნილობა ჰქონდა, როგორიც ნეიმარს ახლა აქვს და ამის დასტურად სურათის ჩვენებაც შეეძლო.

პელემ დასძინა, რომ მის დროს ფეხბურთელები ვარცხნილობას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. მისი თქმით, ადრე მოთამაშეები უფრო მამაკაცურები იყვნენ და გოლის გატანაზე მეტს ფიქრობდნენ.

ნეიმარს
ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა, საკლუბო დონეზე კი "სანტოსში" თამაშობს. სწორედ ამ გუნდში გაატარა თავისი კარიერის დიდი ნაწილი პელემ.

ამ დროისთვის "სანტოსი" ურუგვაის "პენიაროლთან" ლიბერტადორესის თასის ფინალური მატჩებისთვის ემზადება (სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი). ადრე "სანტოსმა" ეს ტიტული ორჯერ - 1962 და 1963 წლებში მოიგო, როდესაც გუნდის ლიდერი პელე იყო.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული