ედმუნდო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

AutoSharing Option
"ვასკო და გამას", "ფიორენტინას" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ედმუნდო 17 საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს.

დაკავების მიზეზი 1995 წელს მომხდარი ავარია გახდა, რომელის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა. მაშინ სასამართლომ ედმუნდოს ბრალეულობა დაადასტურა და ოთხწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა ნახევრადღია რეჟიმში.

ედმუნდომ სასჯელი მოიხადა, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ მან სასამართლოს მოთხოვნა არ შეასრულა და ისევ დააკავეს.

ედმუნდომ სამართალდამცავებს პატიება ოფიციალურად სთხოვა, რამაც 17 საათიანი ლოდინის შემდეგ შედეგი გამოიღო.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული