მძარცველებმა ურუგვაის ნაკრების კაპიტანს მოპარული ნივთები დაუბრუნეს

AutoSharing Option
მძარცველებმა ურუგვაის ნაკრების კაპიტანს მოპარული ნივთები მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც შეიტყვეს, რომ მათი მსხვერპლი ფეხბურთელი დიეგო ლუგანო გახდა.

ფეხბურთელი თანაგუნდელისა და მეგობრის, დიეგო ფორლანის ბინაში იმყოფებოდა. როდესაც ის სახლიდან გამოვიდა, აღმოაჩინა, რომ მისი ავტომობილის ფანჯარა გატეხილი იყო და ჩანთა ფულით, დოკუმენტებითა და ძვირფასი მობილური ტელეფონით გამქრალიყო. ლუგანოს დოკუმენტებს შორის მისი ურუგვაისა და იტალიის პასპორტები, ასევე ამერიკის თასზე ნაკრებში მონაწილეობისათვის აუცილებელი ქაღალდები იყო.

როგორც ჩანს, ბოროტმოქმედები ფეხბურთის მოყვარულები და დიეგო ლუგანოს სპორტული ტალანტის თაყვანისმცემლები აღმოჩნდნენ, რადგან გაქურდვიდან მეორე დღეს მას ყველაფერი
უკან დაუბრუნეს. ლუგანოს ფორლანის მეზონელმა ქალმა დაურეკა. მან თქვა, რომ ღამით მისი სახლის კარზე დარეკეს. კარის გაღებისას, ქალმა ის ჩანთა აღმოაჩინა, რომელშიც ეროვნული ნაკრების კაპიტნის ნივთები იდო.

აღსანიშნავია, რომ ყველა ნივთი ხელუხლებელი იყო. დამნაშავეები ფულსაც კი არ შეხებიან. "აი, რას ნიშნავს ნაკრებში თამაში", - ასე შეაფასა მომხდარი თავად დიეგო ლუგანომ.

დიეგო ლუგანომ პროფესიონალური კარიერა ურუგვაული გუნდის "ნიუკასლის" შემადგენლობაში დაიწყო. 2005 წელს, ბრაზილიურ კლუბ "სან პაულუში" თამაშისას ის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მცველად დაასახელეს. 2006 წლიდან მცველი თურქულ "ფენერბაჰჩეში" გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული