"სანტოსმა" ლიბერტადორესის თასი მოიგო

AutoSharing Option
ბრაზილიის "სანტოსმა" სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული კლუბური ჯილდო ლიბერტადორესის თასი მოიგო. 23 ივნისს ღამით "სანტოსმა" საპასუხო ფინალურ მატჩში თავის მოედანზე ურუგვაის "პენიაროლი" დაამარცხა, ანგარიშით 2:1.

ერთი კვირის წინ პირველ მატჩში მონტევიდეოში ფრე 0:0 დაფიქსირდა.

საპასუხო თამაშში "სანტოსის" შემადგენლობაში გოლები ნეიმარმა და დანილომ გაიტანეს. 80-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო ბრაზილიური კლუბის მცველმა დურვალმა ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა.

"სანტოსმა" ლიბერტადორესის თასი მესამედ მოიპოვა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ მეგონა თუ სანტოსი სამხრეთ აფრიკაში თამაშობდა
0
"სანტოსი" აფრიკაშიც "სანტოსია"!
ნეიმარი მართლა ძაან მაგარია და მოურინიოს ხელში საოცრება გახდება.
judo
12:48 24-06-2011
0

სიახლეები პოპულარული