წაქცეული გრანდი

AutoSharing Option
პირველად, 110-წლოვან ისტორიაში, "რივერ პლეიტი" არგენტინული ფეხბურთის ელიტიდან გავარდა! როდესაც "პრომოსიონის ზონის" პირველ მატჩში, კორდობაში "ბელგრანომ" 2:0 მოუგო გრანდს, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ კატასტროფა ახლოდვებოდა და მანაც არ დაახანა, საპასუხო მატჩი 1:1 დასრულდა...

როდესაც პავონემ ტრიალში, დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და გაიტანა, "რივერის" ფანებს გადარჩენის იმედი მიეცათ. აფა-ს რეგლამენტით, იმ შემთხვევაში, თუკი გატანილი და გაშვებული ბურთების თანაფარდობაა, უპირატესობა... უმაღლედლიგელს ენიჭება. ამ უსამართლო წესის წყალობით, "რივერს" გადასარჩენად გოლიც ჰყოფნიდა, მაგრამ...

"რივერ პლეიტის" ორმა მცველმა, მაიდანამ და ფერერომ უხეში შეცდომა დაუშვეს და
ფარეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს, ამის შემდეგ "მილიონარიოსს" ორი გოლი უნდა გაეტანა პრიმერაში დასარჩენად. 4 წუთში "რივერს" შესანიშნავი შანსი გაუჩნდა, კარუსოს ზურგში ხელი კრეს და დაინიშნა, მაგრამ პავონემ ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარე ოლავემ ბურთი კარის ხაზზე გააქვავა.

არეულობები ჯერ კიდევ თამაშის დასრულებამდე დაიწყო, თამაში შეჩერდა და განუახლებლად დასრულდა. შემდეგ კი ფანებსა და პოლიციას შორის სერიოზული ბრძოლები გაიმართა. ფანებმა ბუენოს აირესის ქუჩებში ხანძრები გააჩინეს, შეტაკებებში ბევრი მათგანი და პოლიციელი დაშავდა.

1996 წლის 26 ივნისს ენცო ფრანჩესკოლიმ ლიბერტადორესის თასი აღმართა, ზუსტად 15 წლის შემდეგ კი "რივერ პლეიტი" პრიმერადივიზიონს დაეთხოვა. მაშ ასე, შემოდგომიდან არგენტინის 33-გზის ჩემპიონი რანგით მეორე ლიგაში ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული