ფორლანი: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ვიყავი

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების თავდამხსმელი დიეგო ფორლანი ამერიკის თასის გათამაშებას დიდი ოპტიმიზმით ხვდება. მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი ირწმუნება, რომ ბრწყინვალე ფორმაშია.

"ახლა სწორედაც რომ მაგარ ფორმაში ვარ. ბოლო თვეებში იძულებითმა უქმობამ ენერგიით "დამუხტვის" საშუალება მომცა. კარგად დავისვენე და ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე შარშან, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის დროს ვიყავი.

რაც შეეხება ჩვენ გუნდს, მიუხედავად ყველა მეტოქისადმი პატივისცემისა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული