ვუყუროთ კოპას, ვიფიქროთ მუნდიალზე

AutoSharing Option
ახლა, როცა ჩვენთან, დედამიწის ჩრდილო ნახევარსფეროში ზაფხულის პაპანაქებაა და საფეხბურთო სეზონიც მინავლდა, პლანეტის საპირისპირო მხარეს სუსხიანი ზამთარი და იქაურთა საყვარელი ტურნირი, კოპა ამერიკა იწყება...

დღეს არგენტინაში პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ტურნირი, კოპა ამერიკა აიღებს სტარტს. 1-24 ივლისს არგენტინის 8 ქალაქში რიგით 43-ე (!) კოპა გაიმართება. არგენტინის ნაკრების მთავარი ისტორიული მეტოქე ბრაზილია იქ ჩემპიონის რანგში ჩადის. წლევანდელი კოპა ამერიკა 12 გუნდიანი ტურნირია, რომელშიც 10 სამხრეთამერიკული ნაკრების გარდა ორი გუნდი კონკაკაფს წარადგენს: მექსიკა და კოსტა რიკა.

კონმებოლმა თავიდან ორი ქვეყანა,
მექსიკა და იაპონია მიიწვია, თუმცა ევროპული ფეხბურთის მამების წინააღმდეგობას შეხვდა. უეფა ცდილობდა, რომ სხვა კონფედერაციის გუნდებს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მიეღოთ, მაგრამ შარშან მარტში კონკაკაფმა მექსიკას ნება დართო არგენტინაში ოლიმპიური ნაკრები გაეგზავნა, რომელშიც 5 "გადაზრდილი" ფეხბურთელი იქნება.

უფრო რთულად იყო საქმე იაპონიის შემთხვევაში - მარტის მიწისძვრამ და ცუნამიმ ერთი ხანობა ეჭქვეშ დააყენა კოპა ამერიკაზე ამ ქვეყნის გუნდის მონაწილეობის პერსპექტივა. 16 მარტს მათ განაცხადეს, რომ არგენტინაში ჩავიდოდნენ, თუმცა 4 აპრილს იაპონელებმა ჯეილიგის კალენდრის არევა მოიმიზეზეს და განაცხადი ისევ უკან გამოიტანეს. 14 აპრილს იაპონიამ კვლავ შეცვალა გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ არგენტინაში ევროპელი ლეგიონერებით დაკომპლექტებულ გუნდს წაიყვანდა, მაგრამ მაისში ესეც გადათქვა, ახლა სწორედ ასეთი გუნდის შეგროვების სიძნელეები მოიმიზეზა. 17 მაისს კონმებოლმა პერსონალურად მიიწვია იაპონიის ნაკრების ნაცვლად კოსტა რიკა და ცენტრალური ამერიკის ქვეყანა იმავე საღამოს დათანხმდა წინადადებას.

აღსანიშნავია, რომ მომავალი მუნდიალიც სამხრეთ ამერიკაში გაიმართება, ოღონდ ბრაზილიაში. ასე რომ, ამერიკული გუნდები კოპაზე მუნდიალის პროტოტიპ ნაკრებებს გამოიყვანენ და ეს ტურნირი ამ თვალსაზრისითაც საინტერესოა.


ქალაქები და სტადიონები
გახსნის მატჩს ლა პლატას "ესტადიო სიუდად დე ლა პლატა" უმასპინძლებს, რომელიც 36 ათას ადამიანს იტევს და სადაც "ესტუდიანტესი" და "ხიმნასია" თამაშობენ. ფინალი კი "რივერის" "ესტადიო მონუმენტალზე" გაიმართება ბუენოს აირესში. ამ ორი ქალაქის გარდა კოპა სან სალვადორ ხუხუიში, სალტაში, კორდობაში, მენდოსაში, სან ხუანში და სანტა ფეში გაიმართება.

მონუმენტალი
ბუენოს აირესი
57 921 მაყურებელი

ესტადიო მარიო კემპესი
კორდობა
57 000

ესტადიო 23 დე აგოსტო
ხუხუი
23 000

სიუდად დე ლა პლატა
ლა პლატა
53 000

მალვინას არხენტინასი
მენდოსა
40 200

პედრო ერნესტო მარტეარენა
სალტა
20 400

ესტადიო დელ ბისენტარიო
სან ხუანი
25 000

ესტადიო ესტანისლაო ლოპესი
სანტა ფე
47 000


ფორმატი
12 გუნდი 3 ჯგუფად არის გაყოფილი. ჯგუფებში გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები მეოთხედფინალში გადიან. ისევე როგორც, ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

A ჯგუფი
არგენტინა, კოლუმბია, კოსტა რიკა, ბოლივია
1 ივლისი 04:45 არგენტინა-ბოლივია ლა პლატა
2 ივლისი 22:30 კოლუმბია-კოსტა რიკა ხუხუი
6 ივლისი 04:45 არგენტინა-კოლუმბია სანტა ფე
7 ივლისი 02:15 ბოლივია-კოსტა რიკა ხუხუი
10 ივლისი 23:00 კოლუმბია-ბოლივია სანტა ფე
11 ივლისი 04:45 არგენტინა-კოსტა რიკა კორდობა

B ჯგუფი
ბრაზილია, პარაგვაი, ეკვადორი, ვენესუელა
3 ივლისი 23:00 ბრაზილია-ვენესუელა ლა პლატა
3 ივლისი 01:30 პარაგვაი-ეკვადორი სანტა ფე
9 ივლისი 23:00 ბრაზილია-პარაგვაი კორდობა
9 ივლისი 01:30 ვენესუელა-ეკვადორი სალტა
13 ივლისი 02:15 პარაგვაი-ვენესუელა სალტა
13 ივლისი 04:45 ბრაზილია-ეკვადორი კორდობა

C ჯგუფი
ურუგვაი, ჩილე, პერუ, მექსიკა
4 ივლისი 02:15 ურუგვაი-პერუ სან ხუანი
4 ივლისი 04:45 ჩილე-მექსიკა სან ხუანი
8 ივლისი 02:15 ურუგვაი-ჩილე მენდოსა
8 ივლისი 04:45 პერუ-მექსიკა მენდოსა
12 ივლისი 02:15 ჩილე-პერუ მენდოსა
12 ივლისი 04:45 ურუგვაი-მექსიკა ლა პლატა


მეოთხედფინალები კორდობაში, სანტა ფეში, ლა პლატაში და სან ხუანში გაიმართება, ნახევარფინალები - ლა პლატასა და მენდოსაში, მატჩი მე-3 ადგილისთვის - ლა პლატაში და მხოლოდ ფინალს უმასპინძლებს არგენტინის ეროვნული სტადიონი. გუნდები ისე არიან განაწილებულნი, რომ არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრები ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდნენ (თუ, ჯგუფიდან პირველ ან მეორეადგილოსნებად გავლენ). ტურნირის ოფიციალური სიმღერა დიეგო ტორესის "კრეო ენ ამერიკა" (მე მჯერა ამერიკის) იქნება, ხოლო შაკირას "რაბიოსა" - არაოფიციალური.


კოპა ამერიკა
ყველა პრიზიორი
სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ხანა
წელი ჩემპიონი II ადგ. III ადგ.
1916 ურუგვაი არგენტინა ბრაზილია
1917 ურუგვაი არგენტინა ბრაზილია
1919 ბრაზილია ურუგვაი არგენტინა
1920 ურუგვაი არგენტინა ბრაზილია
1921 არგენტინა ბრაზილია ურუგვაი
1922 ბრაზილია პარაგვაი ურუგვაი
1923 ურუგვაი არგენტინა პარაგვაი
1924 ურუგვაი არგენტინა პარაგვაი
1925 არგენტინა ბრაზილია პარაგვაი
1926 ურუგვაი არგენტინა ჩილე
1927 არგენტინა ურუგვაი პერუ
1929 არგენტინა პარაგვაი ურუგვაი
1935 ურუგვაი არგენტინა პერუ
1937 არგენტინა ბრაზილია ურუგვაი
1939 პერუ ურუგვაი პარაგვაი
1941 არგენტინა ურუგვაი ჩილე
1942 ურუგვაი არგენტინა ბრაზილია
1945 არგენტინა ბრაზილია ჩილე
1946 არგენტინა ბრაზილია პარაგვაი
1947 არგენტინა პარაგვაი ურუგვაი
1949 ბრაზილია პარაგვაი პერუ
1953 პარაგვაი ბრაზილია ურუგვაი
1955 არგენტინა ჩილე პერუ
1956 ურუგვაი ჩილე არგენტინა
1957 არგენტინა ბრაზილია ურუგვაი
1959 არგენტინა ბრაზილია პარაგვაი
1959 (II) ურუგვაი არგენტინა ბრაზილია
1963 ბოლივია პარაგვაი არგენტინა
1967 ურუგვაი არგენტინა ჩილე

კოპა ამერიკას ხანა
1975 პერუ კოლუმბია ბრაზილია/ურუგვაი
1979 პარაგვაი ჩილე ბრაზილია/პერუ
1983 ურუგვაი ბრაზილია პარაგვაი/პერუ
1987 ურუგვაი ჩილე კოლუმბია
1989 ბრაზილია ურუგვაი არგენტინა
1991 არგენტინა ბრაზილია ჩილე
1993 არგენტინა მექსიკა კოლუმბია
1995 ურუგვაი ბრაზილია კოლუმბია
1997 ბრაზილია ბოლივია მექსიკა
1999 ბრაზილია ურუგვაი მექსიკა
2001 კოლუმბია მექსიკა ჰონდურასი
2004 ბრაზილია არგენტინა ურუგვაი
2007 ბრაზილია არგენტინა მექსიკა

არგენტინა და ურუგვაი 14-14-ჯერ გაჩემპიონდნენ, ბრაზილია - 8-ჯერ, პარაგვაი და პერუ - 2-2-ჯერ, კოლუმბია და პერუ - თითოჯერ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული