კოპა ამერიკა არგენტინამ სენსაციით დაიწყო

AutoSharing Option
ლა პლატა, "სიუდად დე ლა პლატა"
არგენტინა-ბოლივია 1:1 (0:0)
არგენტინა (4-3-1-2): რომერო, ძანეტი, ბურდისო, მილიტო, როხო, ბანეგა, მასკერანო, კამბიასო (დი მარია 46), მესი, ლავესი (აგუერო 71), ტევესი.
მწვრთნელი: სერხიო ბატისტა.
ბოლივია (4-4-2): არიასი, რალდესი, ალვარესი, რივერო, გუტიერესი, ვაკა (ჩავესი 64), რობლესი, ფლორესი, კამპოსი (არსე 80), ედივალდო (კარდოსო 90), მარტინსი.
მწვრთნელი: გუსტავო კინტეროსი.
გოლები: 0:1 ედივალდო (48), 1:1 აგუერო (76).
გაფრთხილებები: ტევესი 38, ლავესი 55 – ფლორესი 35, გუტიერესი 39, ჩავესი 76, რივერო 87.
მსაჯი: რობერტო სილვერა

კოპა ამერიკის 43-ე გათამაშება,
რომელსაც არგენტინა მასპინძლობს, სენსაციით დაიწყო - ტურნირის უმთავრესმა ფავორიტმა, მასპინძელთა ნაკრებმა ბოლივიის ეროვნულ გუნდთან ვერაფერი გააწყო და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.

პირველი გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში, ედივალდომ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ქუსლით გაიტანა და სტუმრები წინ გაიყვანა.

მანამდეც და მას შემდეგაც არცთუ დიდად შთამბეჭდავად მოთამაშე მესიმ და კომპანიამ წონასწორობის აღდგენა მხოლოდ 76-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსული აგუეროს ეფექტური გოლის წყალობით შეძლეს, თუმცა სერხიო ბატისტას შეგირდები, მცდელობის მიუხედავად, მეტს ვეღარ გახდენენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული