მესის მხარში მოდელები უდგანან

AutoSharing Option
სანამ ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებში საქმეები არცთუ მთლად ბრწყინვალედ მისდის და ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების კრიტიკის ობიექტი ხდება, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს მხარდაჭერას სუსტი სქესის წარმომადგენლები უცხადებენ.

ამჯერად "ბარსელონას" ვარსკლავს სიყვარულში ცნობილი არგენტინელი მოდელი და მსახიობი, ფეხბურთის თავგადაკლული ფანი, დორისმარი გამოუტყდა და კოპა ამერიკაზე მხურვალე მხარდაჭერას შეპირდა.

მშვენიერი მანდილოსანი იმედს გამოთქვამს, რომ მესის ნიჭი ბოლოს და ბოლოს ნაკრებშიც გაიბრწყინებს, თავად კი პირობას დებს, რომ კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრების ყველა მატჩს დაესწრება და განსაკუთრებით მგზნებარედ მესის უქომაგებს.

ისეკი, მესის მოდელებში უმართლებს. მასზე შეყვარებულია
კლაუდიო ჩიარდონეც, რომელიც ფეხბურთელზე 13 წლით უფროსია, თუმცა ვნებიან ქალბატონს ეს სულაც არ აბრკოლებს, ვარსკლავის გულის მოსაგებად გაისარჯოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული