შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, კოლუმბიელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ერნან დარიო გომესის შეგირდებმა გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ, პირველი ტაიმის მიწურულს შეძლეს. მეკარესთან პირისპირ გასულმა ანდრიან რამოსმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა, გოლკიპერიც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მსაჯმა უხეში თამაშისთვის მოედნიდან კოსტარიკელი ფეხბურთელი ბრენესი გააძევა.