რობინიო: ვენესუელასთან მხოლოდ ბურთის კარში შეგდება დაგვაკლდა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი რობინიო ამერიკის თასის ჯგუფურ ეტაპზე გუნდის პირველი თამაშით კმაყოფილი დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ პეტრაკამპეონები ვენესუელის ეროვნულ გუნდთან მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, შეხვედრა ნულოვანი ფრეთი დასრულდა.

"ჩვენ ძალიან კარგად ჩავატარეთ პირველი ტაიმი, მაგრამ გოლის შეგდება ვერაფრით შევძელით. არად, უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით და ეს გარკვეულწილად თავის დამშვიდების უფლებას კი გვაძლევს, მაგრამ გოლის გატანა მაინც აუცილებელია.

ახლა შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ და პარაგვაისთან მატჩისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა რობინიომ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კომენტარი საიდან იქნება GMG-ის გადამკიდე აღარაფერნაირი ფეხბურთი ჩვეულებრივი ქართველებისთვის (არაქალაქელებსათვის) ხელმისაწვდომი არ არის და კომენტარს ვერსაიდან ვერ დავდებთ. გააუქმეთ GMG ან ასეთი დიდ ღონისძიებები დაუშვით საერთო ეროვნულ არხებზე.
ჯუნა
22:02 04-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული