არგენტინაში კოპა ამერიკა 2011-ის გათამაშებაზე მყოფმა პერუს ნაკრების წარმომადგენლებმა მასპინძელი ქვეყნის პოლიციას ქურდობის შესახებ აცნობეს. მათი თქმით, ნაკრებისა და დელეგაციის რამდენიმე წარმომადგენელმა ქალაქ მენდოსის სასტუმროში პირადი ნივთები მოისაკლისა.
პერუელთა საჩივრის თანახმად, ქურდობის მსხვერპლნი ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელიც გახდა. ყველაზე მეტად მეკარე სალომონ ლიბმანი და ნახევარცველი ანტონიო გონსალესი დაზარალებულან.
მომზადებულია O Globo-ს მიხედვით