კოპა ამერიკაზე C ჯგუფში ჩილე გალიდერდა

AutoSharing Option
არგენტინაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე პირველი მატჩი ჩაატარა მექსიკის ნაკრებმა, რომელიც ჩილეს ეროვნულ გუნდთან 1:2 დამარცხდა. C ჯგუფის მეორე წყვილში ურუგვაისა და პერუს ნაკრებების მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მექსიკელები ჩილეს ნაკრებთან მატჩში 41-ე წუთზე, ნესტორ არაუხოს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ ესტებან პარედესმა გაათანაბრა, თამაშის 73-ე წუთზე კი არტურო ვიდალმა ჩილელთათვის გამარჯვების გოლის გატანაც შეძლო.

ურუგვაი-პერუს შეხვედრაში ანგარიში ხოსე პაოლო გერერომ 24-ე წუთზე გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა საპასუხო გოლი შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული