ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, პერეირა, ვიქტორინო, კასერესი, პერესი, არევალო, ლოდეირო (78. როდრიგესი), ფორლანი, სუარესი, კავანი (78. ერნანდესი).
პერუ: ფერნანდესი, ვილჩესი, აკასიეტე, რევორედო, როდრიგესი, კრუსადო, ბალბინი, გევარა (57. ლობატონი), იოტუნი (59. ვარგასი), კასტრილონი (90. ჩიროკე), გერერო.
გოლები: 0:1 გერერო (23), 1:1 სუარესი (45)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პაოლო გერერო (ჩილე)
სან ხუანის „ესტადიო დელ ბისენტენარიოზე“ ურუგვაის ნაკრებს, პერუელებთან შეხვედრაში, „ლივერპულის“ 24 წლის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მოუპოვა ქულა - C ჯგუფის თვალსასეირო შეხვედრაში მან გაათანაბრა ანგარიში, რომელიც პერუელმა ხოსე პაოლო გერერომ 23-ე
მეორე ნახევარში დიეგო ფორლანს შეეძლო ოსკარ ტაბარესის გუნდისთვის სამი ქულის მოტანა, მაგრამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა ისეთი მდგომარეობიდან ვერ შეაგდო, რომ იტყვიან, აცილებაზე ადვილი გატანა იყოო.
როგორც მოგახსენეთ, მძიმე სტარტის შემდეგ პერუმ 23-ე წუთზე გახსნა ანგარიში: გერერომ ურუგვაელთა დაცვის ხაზი გაარღვია, გვარიანი მანძილი გაირბინა, მეკარე ფერნანდო მუსლერასაც აჯობა და ბურთი კარში შეაგდო. ურუგვაელებმა თავი ხელში აიყვანეს და ანგარიშის გათანაბრება სცადეს. ჯერ იყო და მაქსი პერეირას დარტყმულმა გზა იცვალა და კარში აღარ შევიდა, შემდეგ კი ფორლანმა შეასრულა დიდოსტატური ჯარიმა, მაგრამ მეკარე რაულ ფერნანდესს ვერ აჯობა. ტაიმის ბოლო წამებზე კი სუარესის ჯერი დადგა. ურუგვაელი მეკარესთან პირისპირ შევიდა და თავდამსხმელებისთვის ჩვეული ოსტატობითა და ცივსისხლიანობით ნაკრების შემადგენლობაში თავისი მე-18 გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის პირველი სახიფათო მომენტი ხუან მანუელ ვარგასს ჰქონდა, როდესაც მისი დარტყმული მიზანს ოდნავ აცდა. აი, ამის შემდეგ კი იყო ის მომენტი, რომლის შესახებაც დასაწყისში მოგახსენეთ: სუარესმა ფორლანი მეტისმეტად ხელსაყრელ მდგომარეობაში გაიყვანა, მაგრამ, ჩვეულებრივ ზუსტმა ფორვარდმა მიზანს ააცილა.
ბოლოს კიდევ იყო ორი მომენტი: ჯერ ისევ ვარგასს დააკლდა მიზანი, შემდეგ კი გერერომ იჩქარა თავის დარტყმა, არადა შეეძლო უფრო მშვიდად მოქცეულიყო და მიზნისთვის მიეღწია. საბოლოოდ, ურუგვაიმ და პერუმ „კოპა მარიკას“ პირველი ხუთი თამაშიდან მეოთხე ფრე ითამაშეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"