რონალდინიო და კორინთიანსი ბრაზილიის სათავეში

AutoSharing Option
გაგიკვირდებათ და, სამხრეთ ამერიკაში კოპას დაწყების მიუხედავად სხვა საფეხბურთო აქტივობები არ შეწყვეტილა - პარალელურად მიმდინარეობს. მაგალითად, ჩვეულად გრძელდება ბრაზილიის ჩემპიონატი, მაშინ როცა ამ ქვეყნის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტია ტურნირზე. ახლა წარმოიდგინეთ, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ესპანეთის ან გერმანიის პირველობა რომ არ შეწყვეტილიყო.

ასე რომ, ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გვერდი გარკვეული მიქსი იქნება კოპა ამერიკას სიახლეებისა და კონტინენტის სხვა საფეხბურთო პირველობების საინტერესო ბატალიების.

ბრაზილია. სერია A. VII ტურის მიმოხილვა
ამერიკა-ფლამენგო 2:3

გოლები: 0:1 რონალდინიო (10), 1:1 ალესანდრო (38), 2:1 ანდერსონი (45), 2:2 დეივიდი (56), 2:3
რონალდინიო (83).
გაძევება: ლ. ფერეირა (71. ამერიკა)

გრემიო-ავაი 2:2
გოლები: 0:1 გუსტავო ბაშტოში (4), 0:2 რობინიო (53), 1:2 დუგლასი (73-პენ), 2:2 რ. მარკესი (90)
გაძევება: ბატისტა (47. ავაი), დუგლასი (75. გრემიო)

ვასკო და გამა-კრუზეირო 0:3
გოლები: 0:1 ლ. გერეირო (54), 0:2 მონტილიო (88), 0:3 როჟერი (90-პენ)

ბაია-კორინთიანსი 0:1
გოლი: 0:1 ჩიკაო (13-პენ)

ფიგეირენსე-სანტოსი 2:1
გოლები: 1:0 ალოიზიო (5), 1:1 რიჩელი (6), 2:1 ალოიზიო (32)

სან პაულუ-ბოტაფოგო 0:2
გოლები: 0:1 ელკესონი (35), 0:1 ერერა (51-პენ)

კორიტიბა-სეარა 3:1
გოლები: 1:0 ლეონარდო (32), 2:0 ევერტონ კოშტა (34), 3:0 ლეო გაგო (55), 3:1 ვაშინგტონი (56)
გაძევება: ვაშინგტონი (83. სეარა)

პალმეირასი-ატლეტიკო გ. 2:0
გოლები: 1:0 მაიკონ ლეიტე (28), 2:0 მარკოს ასუნშაო (34-პენ)

ატლეტიკო მ-ინტერნასიონალი 0:4
გოლები: 0:1 ლეანდრო (54), 0:2 ზე რობერტო (56), 0:3 დ'ალესანდრო (76), 0:4 ოსკარი (80)
გაძევება: გილერმე (85. ატლეტიკო მ.)

ფლუმინენსე-ატლეტიკო პ. 3:1
გოლები: 1:0 მარიანო (41), 2:0 სირო (43), 3:0 სირო (58), 3:1 ედიგარი (86)

გამოტოვებული მატჩი
სანტოსი-ატლეტიკო მ. 1:0
გოლი: 1:0 ანდერსონი (7. ს. კ.)

ბრაზილიური სერია A-ს მე-7 ტურში ერთპიროვნული ლიდერი შეიცვალა, როგორც კლუბებს შორის, ისე ბომბარდირებში. ზედიზედ ორი ტურია "სან პაულუ" გუნდს აღარ ჰგავს, რითაც ბრწყინვალედ ისარგებლა "კორინთიანსმა", რომელიც 16 ქულით დაწინაურდა, თანაც ამ გუნდს უშუალო კონკურენტებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული. ბომბარდირთა დავაში კი ყველასთვის კარგად ნაცნობი რონალდინიო დაწინაურდა, რომელმაც უკვე 5 გოლი გაიტანა "ფლამენგოს" მაისურით.

31 წლის ბრაზილიელმა ევროპაში წარუშლელი კვალი დატოვა "პარი სენ ჟერმენში", "ბარსელონასა" და "მილანში" ასპარეზობით. ახლა კი სამშობლოს დაუბრუნდა. მართალია, ის ევროპისთვის უკვე "ჩამოწერეს", მაგრამ რონალდო დე ასის მორეირა (რონალდინიოს სრული სახელია) სამშობლოში ისევ ერთ-ერთი საუკეთესოა. წლის დასაწყისში მან "ფლამენგოს" მაისური მოირგო და გუნდთან ერთად რიოს ჩემპიონატი მოიგო (თავად 13 თამაშში 4 გოლი გაიტანა), დაიწყო სერია A და რონალდინიო აქაც საუკეთესოთა შორისაა (7 თამაში, 5 გოლი).

ბოლო ტურში ვეტერანმა "ფლამენგოს" სტუმრად 3:2 მოაგებინა "ამერიკასთან", როცა მასპინძელთა კარში დუბლი შეასრულა. პირველი გოლი მან საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

"სან პაულუ", რომელმაც წინა ტურში "კორინთიანსისგან" უდიდესი დარტყმა მიიღო (დერბი 0:5 წააგო), "ბოტაფოგოსთანაც" დამარცხდა და ლიდერობას გამოეთხოვა. ამაში დამნაშავე კი კლუბის ვეტერანი გოლკიპერი როჟერიო სენია (რომელმაც ახლახა კლუბის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა), მან ძალიან იოლად ასაღები ბურთი გაუშვა ელკესონის დარტყმისას. მეორე გოლი მასპინძლებმა პენალტის ნიშნულისგან გაუშვეს. "მორუმბიზე" შეკრებილმა 8 ათასმა ფანმა ობსტრუქცია მოუწყო მწვრთნელ პაულო სეზარ კარპეჯანის, რომელსაც ვირი უწოდეს.

თ მ ფ წ ბ ქ
1. კორინთიანსი 6 5 1 0 13-3 16
2. სან პაულუ 7 5 0 2 9-8 15
3. პალმეირასი 7 4 2 1 12-5 14
4. ბოტაფოგო 7 4 2 1 10-5 14
5. ფლამენგო 7 3 4 0 16-8 13
6. ფიგეირენსე 7 4 1 2 9-7 13
7. ინტერნასიონალი 7 3 3 1 16-8 12
8. ფლუმინენსე 7 4 0 3 7-7 12
9. ვასკო და გამა 7 3 2 2 10-11 11
10. კრუზეირო 7 2 3 2 9-7 9
11. სანტოსი 6 2 2 2 7-6 8
12. გრემიო 7 2 2 3 9-10 8
13. ბაია 7 2 2 3 8-9 8
14. ატლეტიკო მ. 7 2 2 3 10-13 8
15. კორიტიბა 7 2 1 4 12-11 7
16. ატლეტიკო გ. 7 2 1 4 7-9 7
17. სეარა 7 2 1 4 8-14 7
18. ამერიკა 7 1 2 4 9-15 5
19. ავაი 7 0 2 5 6-20 2
20. ატლეტიკო პ. 7 0 1 6 2-13 1

ბომბარდირები: 5 - რონალდინიო (ფლამენგო); 4 - ლიედსონი (კორინთიანსი), ელკესონი (ბოტაფოგო), დეივიდი (ფლამენგო), ოსკარი (ინტერნასიონალი), ლუანი (პალმეირასი), მონტილიო (კრუზეირო), ალესანდრო (ატლეტიკო მ.), ბერნარდო (ვასკო და გამა).

მომდევნო ტური
წუხელ (გვიან ღამით დასრულდა): ავაი-ბაია; კრუზეირო-გრემიო; ინტერნასიონალი-ატლეტიკო პ; სეარა-ატლეტიკო მ; კორინთიანსი-ვასკო და გამა; ფლამენგო-სან პაულუ.

7 ივლისი: ბოტაფოგო-ატლეტიკო გ; კორიტიბა-ფიგეირენსე; ატლეტიკო მ.-პალმეირასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული