კოპას კალეიდოსკოპი: როცა ყველა მესის ფეხებში შეჰყურებს

AutoSharing Option
დაკარგა თუ არა ჩილემ გამთამაშებელი?
ჩილეს ნაკრებმა, შესაძლოა, ტურნირი მატიას ფერნანდესის გარეშე ჩაამთავროს. ტექნიკურმა ნახევარმცველმა ტრავმა მექსიკელებYთან მატჩში მიიღო ტრავმა, რომელიც თავიდან გაცილებით სერიოზული ეგონათ, თუმცა ნაკრების ექიმმა ლუის მაიამ განაცხადა, რომ ფერნანდესს აქვს შანსი არგენტინაში კიდევ ითამაშოს. ლისაბონის "სპორტინგის" სამხრეთამერიკელმა ლეგიონერმა კუნთი ჩაიხია, თუმცა დაზიანება დიდი არ არის. მაიამ განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ფერნანდესი ვერ ითამაშებს მეორე ტურის მატჩში, თუმცა ნაკრებს დრო კიდევ აქვს.

მესი - მთავარი იმედგაცრუება

გოლ.კომ-ის გამოკითხვის მიხედვით კოპა ამერიკის პირველი ტურის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად ლიოლენ
მესი დაასახელეს. არგენტინელმა ხმების 51% მოაგროვა, ბოლივიის ნაკრებთან მატჩში ნაჩვენები ფეხბურთისთვის (არადა, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ოფიციალური ვერსიით). მეორე ადგილზე კიდევ ერთი ვარსკვლავი ნეიმარია, მან ხმების 39% მიიღო, მესამე კი კოლუმბიელი რადამელ ფალკაოა - 10%.

ფინალის ამბავი ახლაღა გაირკვა

უცნაური ხალხია სამხრეთამერიკელები ზოგადად. მხოლოდ კოპას მაგალითზე ვიტყვით - ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე ჩემპიონატის დაწყებამდე თვენახევრით ადრე გაირკვა (კოსტა რიკა). გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ კოპა ამერიკას ფინალის "მონუმენტალზე" გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფილა და მხოლოდ ახლა მიეცა მწვანე შუქი არგენტინელთა ეროვნულ არენას, ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლოს. საქმე იმაშია, რომ, როცა "რივერ პლეიტი" პრიმერადივიზიონიდან გავარდა, განრისხებულმა ფანებმა სტადიონს დიდი ზიანი მიაყენეს. და ეს ყველაფერი აღსადგენი ყოფილა. კიდევ კარგი, ფინალამდე სარესტარვაციო სამუშაოები ესწრება.

არგენტინა შეჰყურებს მესის და ცუდად თამაშობს
ეს სიტყვები არგენტინის ნაკრების ერთ-ერთ ლეგენდა კლაუდიო კანიჯას ეკუთვნის. არგენტინელთა ყოფილი ფორვარდი მიიჩნევს, რომ ახლანდელი ნაკრები ძალიან დიდად არის დამოკიდებული ლეო მესის თამაშზე: "ყველა მესის შეჰყურებს ფეხებში, მაგრამ ის ხომ ერთია და არ შეუძლია ყველა პრობლემის გადაჭრა. მესის ასე უკან ჩამოსვლა არ უნდა უწევდეს. ჩვენი ნაკრები აშკარად კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ აშკარად ცუდად თამაშობს", - სწუხს კლაუდიო კანიჯა, რომელიც არგენტინის ნაკრებში დიეგო მარადონასთან ერთად თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული