ბურთის ფლობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდა ბრაზილიის ნაკრებს - 68% ვენესუელასთან (შესაბამისად, ამ ნაკრებს ჰქონდა ყველაზე იშვიათად ბურთი), შემდეგ მოდიან კოლუმბია (67%) და არგენტინა (65%). ამ მხრივ ყველაზე თანაბარი მატჩი იყო - ურუგვაი-პერუ (51-49%).
კარისკენ ყველაზე მეტჯერ კოლუმბიამ დაარტყა - 28. შემდეგ მოდიან არგენტინა და ჩილე - 19-19. ვენესუელის ნაკრებმა მხოლოდ 3-ჯერ დაარტყა კარისკენ, ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ფეხბურთელთა შორის ყველაზე აქტიურები კოლუმბიელები იყვნენ,
ნეიმარმა 25-ჯერ მიმართა დრიბლინგს, ეს ტურის საუკეთესო მაჩვენებელია, მეორე ადგილზეც ბრაზილიელია - რობინიო (19). შედარებისთვის, მესიმ ბოლივიის წინააღმდეგ მხოლოდ 8-ჯერ სცადა მეტოქეს დრიბლინგით გაცდენოდა.
ყველაზე მეტჯერ ბურთი მოიპოვეს ბოლივიელმა რონალდ რალდესმა და ვენესუელელმა სესარ გონსალესმა - 12-12-ჯერ. არგენტინელი ხავიერ მასკერანო მე-3 ადგილზეა 9 ართმევით.
კოსტარიკელი მეკარის, ლიონელ მორეირას ანგარიშზე ყველაზე მეტი, 10 "სეივია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"