პერუ: ფერნანდესი, კარმონა, აკასიეტე, როდრიგესი, ვილჩესი, ბალბინი, ლობატონი (85. ბალონი), კრუსადო (76. გევარა), ადვინკულა (46. იოტუნი), ვარგასი, გერერო.
მექსიკა: მიჩელი, ჩავესი (73. პონსე), არაუხო, რეინოსო, აგილარი (46. პაჩეკო), რეიესი, ენრიკესი, მიერი, აკინო (85. პერალტა), ჯ. დოს სანტოსი, მარკესი.
გოლი: გერერო (81)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხუან ვარგასი (ჩილე)
პერუელთა გამარჯვება დამსახურებული იყო - ეს ნაკრები უკეთ თამაშობდა, ვიდრე ახალგაზრდული მექსიკა. პირველ ტაიმში პერუ მეტს უტევდა და ბურთს მეტად ფლობდა, თუმცა საგოლე შანსი არ შეუქმნია. ერთადერთი მომენტი ამ ტაიმში მექსიკელებს შეექმნათ
მეორე ტაიმი პერუმ უკვე იერიშებით დაიწყო, მათ ზედიზედ ორი დიდებული შანსი გაანიავეს, 50-ე და 58-ე წუთებზე. განსაკუთრებით საოცარი იყო, თუ როგორ ვერ შეძლო ხუან ვარგასმა მეკარესთან პირისპირ გასვლა, მან ბურთი ხარიხას გაარტყა. ამის შემდეგ მექსიკელთა მეკარე მიჩელმა იყოჩაღა, მაგრამ ისიც უძლური იყო 81-ე წუთზე პაულო გერეროს დარტყმულთან.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "ფიორენტინას" ჩილელი ლეგიონერი ხუან ვარგასი დაასახელეს. მან ხმების 29,8% მიიღო.
ჯგუფი C
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩილე 2 1 1 0 3-2 4
2. პერუ 2 1 1 0 2-1 4
3. ურუგვაი 2 0 2 0 2-2 2
4. მექსიკა 2 0 0 2 1-3 0
მომდევნო ტური
12 ივლისი
ჩილე-პერუ
ურუგვაი-მექსიკა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"