მარადონა ავარიაში მოყვა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა ავარიაში მოჰყვა და მცირე ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს. წარსულში ლეგენდარული ფეხბურთელის ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა.

ექიმებმა მარადონასა და მის მეგობარი ქალის, ვერონიკა ოხედას ტრავმები, დათვალიერების შემდეგ საშიშად არ მიიჩნიეს და დაზარალებულები შინ გაუშვეს.

"მარადონა ახლა თავს კარგად გრძნობს. საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება~, - განაცხადა ოსკარ სიკოს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა.

ინციდენტი ბუენოს-აირესის სიახლოვეს, ცნობილი ფეხბურთელის სახლის სიახლოვეს მოხდა.

აღსანიშნავია, რომ დიეგო საგზაო შემთხვევის მონაწილე ადრეც არაერთხელ გამხდარა. 2010 წელს, როდესაც არგენტინეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი
ეკავა, პრესკონფერენციის წინ ფოტოგრაფს ავტომობილით ფეხზე გადაუარა. 2006 წელს მძღოლი მარადონას "მსხვერპლი" სატელეფონო ჯიხური გახდა.

მომზადებულია France-Presse-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული