მექსიკის ნაკრებთან მატჩი რეკორდული იყო მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის, დიეგო ფორლანისთვის. მან 79-ედ მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონთა რიგებში ყველაზე მეტი კეპის პატრონი გახდა.
ფორლანმა გადაუსწრო ყოფილ გოლკიპერ როდოლფო როდრიგესს. სხვათა შორის, მას სულ ორი გოლი აკლია და "სელესტეს" ისტორიაში საუკეთესო მეგოლეც გახდება. ჯერჯერობით ეს ტიტული 31 გოლით ექტორ სკარონეს საკუთრებაა. ფორლანმა რეკორდი სათანადოდ აღნიშნა, ის კარგი თამაშისთვის ურუგვაი-მექსიკის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
სანდრო წავიდა
ბრაზილიის ნაკრებში დანაკლისია - "ტოტენჰემის" ნახევარმცველი სანდრო ნაკრებს გამოაკლდა და შინ
ბოლივიის პრეზიდენტს მწვრთნელთან ლაპარაკი სურს
ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი ეროვნული ნაკრების მწვრთნელ გუსტავო კინტეროსთან შეხვედრას აპირებს. როგორც თავად პრეზიდენტმა თქვა, მას სურს მწვრთნელს 2014 წლის მუნდიალისთვის მზადების საკითხებზე მოელაპარაკოს კინტეროსს.
"ვფიქრობ, ახლავე უნდა დავიწყოთ მზადება, რომ შესარჩევ მატჩებში სრულ მზადყოფნაში ვიყოთ და ისეთ დონეზე ვითამაშოთ, როგორც ეს პირველ ტურში არგენტინასთან მოვახერხეთ. დარწმუმებული ვარ, რომ მუნდიალის საგზურს მოვიპოვებთ", - განაცხადა მორალესმა. როგორც ჩანს, მიუხედავად კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპიდან გავარდნისა, კინტეროსის მუშაობით პრეზიდენტი მაინც კმაყოფილია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"