დიდი სამხრეთამერიკული დერბი არგენტინასა და ურუგვაის შორის, სერხიო ბატისტას გუნდისთვის ცუდად დასრულდა, ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ვერც დამატებულმა ტაიმებმა, პენალტების სერიაში კი სტუმართა მეკარე მუსლერამ კარლოს ტევესს აუღო და... "სელესტე" ნახევარფინალშია, "ალბი სელესტე" კი დაეთხოვა კოპას. ურუგვაის ნახევარფინალში მოულოდნელი მეტოქე, პერუ ელის. პერუმ დამატებით დროში ორი უპასუხო გოლი
17 ივლისს მეორე ნახევარფინალური წყვილი გაირკვა - ის, რაც ბრაზილიას დაემართა, ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი მსოფლიო ფეხბურთში. პარაგვაელებმა ფავორიტის შეტევებს 120 წუთი გაუძლეს, შემდეგ კი პენალტების სერია 2:0 მოუგეს, იმიტომ რომ... ბრაზილიელებს გოლის გატანის ეს ხერხი არ სცოდნიათ.
ბრაზილია-პარაგვაი 0:0 (0:2 პენალტებით)
ბრაზილია: ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სილვა, სანტოსი - ლუკას ლეივა, რამირესი, განსო (100. ლუკასი) - რობინიო, პატო (111. ელანო), ნეიმარი (80. ფრედი).
პარაგვაი: ვილარი - ალკარასი, ვერონი, და სილვა, ტორესი (71. მარეკოსი) - ვერა (63. ბარეტო), რივეროსი, კასერესი, ესტიგარიბია - ვალდესი, ბარიოსი (83. პერესი).
გაძევება: ლუკას ლეივა (103), ალკარასი (103)
ჩილე-ვენესუელა 1:2
ჩილე: ბრავო - კონტრერასი, პონსე, ხარა - ისლა, მედელი, კარმონა, ვიდალი - ხიმენესი - სანჩესი, სუასო.
ვენესუელა: ვეგა - როსალესი, პეროსო, ვისკარონდო, ჩიჩერო - გონსალესი, ლუსენა, რინკონი, არანგო - მიკუ, მალდონადო.
გოლები: 0:1 ვისკარონდო (36), სუასო (70), 1:2 სიჩერო (81).
გაძევება: მედელი (83), რინკონი (90+4)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"