პირველად ამერიკაში

AutoSharing Option
ჩილე-ვენესუელა 1:2
ჩილე: ბრავო - კონტრერასი, პონსე, ხარა (60. პარედესი) - ისლა, მედელი, კარმონა (46. ვალდივია), ვიდალი - ხიმენესი (83. მუნიოსი) - სანჩესი, სუასო.
ვენესუელა: ვეგა - როსალესი, პეროსო, ვისკარონდო, ჩიჩერო - გონსალესი (89. მორენო), ლუსენა, რინკონი, არანგო - მიკუ (59. რონდონი), მალდონადო (63. სეხიასი).
გოლები: 0:1 ვისკარონდო (34), 1:1 სუასო (69), 1:2 ჩიჩერო (80)
გაძევება: რინკონი (45), მედელი (82)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოსვალდო ვისკარონდო (ვენესუელა)

ერთ დროს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უსუსტესი ნაკრები - ვენესუელა - ისტორიაში პირველად გავიდა კოპა ამერიკას
ნახევარფინალში. ამასთან, ვენესუელის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც საამისოდ ძირითადი დრო იმყოფინა. არადა, მისი მეტოქე კოპას ერთ-ერთი ფავორიტი ჩილე იყო, ერთობ რეკლამირებული ალექსის სანჩესით.

ჩილეს ნაკრები, ისევე როგორც წინა მატჩებში, თავს საკუთარ სახლში გრძნობდა, ტრიბუნები სან ხუანში ათიათასობით ჩილელმა გადააწითლა (ნაკრების მაისურის ფერებში). მოკლედ, ყველა ელოდა მათ წინსვლას, მაგრამ ვენესუელა კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. პირველმა ტაიმმა ვერ გაამართლა, ორივე გუნდმა კარისკენ სულ 2-ჯერ დაარტყა, ჯერ არანგომ საჯარიმო დარტყმით სცადა ბედი, შემდეგ ვენესუელელმა მცველმა ოსკარ ვისკარონდომ თავით გახსნა ანგარიში.

მეორე ტაიმში ვალდივია გამოჩნდა ჩილელთა რიგებში, "ათიანმა" მათი შეტევები დაალაგა, რამაც შედეგი გამოიღო - უმბერტო სუასოს დარტყმული ძელს მოხვდა და ისე შევარდა ვენესუელელთა კარში. მანამდე ჩილელებმა რამდენჯერმე მოარტყეს ბურთი მეტოქის კარის ძელებს.

მაყურებელთა შეძახილებით გამხნევებულმა ჩილელებმა გადაწყვიტეს, ყველაფრის ძირითად დროში მომთავრება და ვენესუელელთა შეტევა გაეპარათ - კლაუდიო ბრავომ უხეში შეცდომა დაუშვა ბურთი ხელიდან გაუვარდა და გაბრიელ ჩიჩერომ ვენესუელური ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა - 1:2.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მცველი ოსკარ ვისკარონდო გახდა, რომელსაც უკვე მეორედ ასახელებენ საუკეთესოებში. ამჯერად, მან ხმების 24,1% მიიღო.

სესარ ფარიასი (ვენესუელას მწვრთნელი): "ჩვენ ამაზე გაჩერება არ გვსურს, ბიჭებს ველაპარაკე და ისინი მიღწეულით არ დაკმაყოფილებულან, მეტის მიღწევა სურთ, როგორც მე. თამაშამდეც ვიძახდით, რომ მოვუგებდით ჩილეს, რადგან ჩვენ საამისოდ მზად ვიყავით. ვფიქრობ, სკეპტიკოსები ჩვენივე თამაშით გავაჩუმეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უყურე შენ უგო ჩავესის ბიჭებს! :)
otar
12:09 19-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული