პასი ამერიკიდან: ბრაზილიურ სერიას ვარსკლავები უბრუნდებიან

AutoSharing Option
კორიტიბა-ფლუმინენსე 3:1
გოლები: 1:0 მარკოს აურელიო (15), 2:0 პერეირა (25), 3:0 ბილი (51), 3:1 მატეუს კარვალიო (78)
შენიშვნა: ანდერსონ აკინო (კორიტიბა) 68-ე წუთზე შევიდა.

ატლეტიკო გ.-ავაი 0:1
გოლი: 0:1 ვილიამი (10)
გაძევება: ველტონ ფელიპე (80)

ვასკო და გამა-ატლეტიკო პ. 2:1
გოლები: 0:1 კლებერსონი (10), 1:1 ალექსანდრო (45), 2:1 ალექსანდრო (70)

სანტოსი-ატლეტიკო მ. 2:1
გოლები: 1:0 დანილო (23), 1:1 ობინა (26), 2:1 ბორჟესი (41-პენ)

ინტერნასიონალი-სან პაულუ 0:3
გოლები: 0:1 კასიმირო (19), 0:2 ფერნანდინიო (39), 0:3 კარლინიოსი (90)

სეარა-ამერიკა 4:0
გოლები: 1:0 ფაბრისიო (32), 2:0
ვაშინგტონი (42), 3:0 ვაშინგტონი (68), 4:0 ფელიპე აზევედო (82)

კრუზეირო-ბაია 2:1
გოლები: 1:0 ვალისონი (4), 1:1 ჯობსონი (14), 2:1 ვალისონი (52)

20 ივლისი:
ბოტაფოგო-კორინთიანსი, ფიგეირენსე-გრემიო, პალმეირასი-ფლამენგო

ბრაზილიის ჩემპიონატს ის გუნდი ლიდერობს დამაჯერებლად, რომელიც კარლოს ტევესის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტის" 50 მილიონ ევროს უხდის (თუმცა თავად ამას უარყოფს) - "კორინთიანსი"! 9 თამაშიდან 8 მოგება და 1 ფრე ასეთი ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა. ბუნებრივია, ჯერ ყველაფერი წინაა, თუმცა "კორინთიანსმა" ძალიან თამამი საჩემპიონო განაცხადი გააკეთა.

ჩემპიონატის გამორჩეულ ვარსკვლავთა შორის ერთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფეხბურთელს შეხვდებით - რუსთაველთა ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ანდერსონ აკინო მე-11 ადგილზე მყოფი "კორიტიბას" წევრია. მას 4 გოლით ბომბარდირთა ავანგარდში შენიშნავთ, არადა, აკინომ სულ 2 ტურში ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში. ბოლო ტურშიც ყოფილი ჩვენებური შეცვლაზე გამოჩნდა.

უშუალოდ ტურზე აქ მეტს აღარ შევჩერდებით და გაგაცნობთ ბრაზილიური ფეხბურთის საინტერესო სიახლეებს. უკრაინული "დნიპროს" მცველი ალსიდესი "ინტერნასიონალში" გადადის. "გლობოს" ინფორმაციით, როცა თქვენ ამ ინფორმაციას გაეცნობით, ალსიდესი უკვე "ინტერნასიონალის" წევრი იქნება. ბრაზილიური კლუბი "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ ჟოსთან აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს.

"არსენალის" ბრაზილიელი ნახევარმცველი დენილსონი მშობლიურ ჩემპიონატს დაუბრუნდა - ამ სეზონს ის "სან პაულუში" გაატარებს. 23 წლის დენილსონი ისევ არსენალელია, ბრაზილიაში ის იჯარის წესით ითამაშებს. დენილსონმა შარშანდელ სეზონში მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა, მას კი თამაში სწყურია.

"ძალიან მოხარული ვარ. ვიმედოვნებ, რომ "სან პაულუს" ტიტულის მოპოვებაში დავეხმარები. ლონდონში 5 წელიწადი ვარ და ერთი ტიტულიც არ მოგვიგია", - განაცხადა დენილსონმა.

სამაგიეროდ, "სან პაულუს" 19 წლის ნახევარმცველ კაზემიროს ევროპაში თამაში სურს, კერძოდ კი "ინტერში". "ვფიქრობ, მოვიდა დრო ძალები იტალიურ სერია ა-ში ვცადო. ვიცი, რომ ჩემით "რომა", "მილანი" და "ინტერი" დაინტერესდნენ. მე ამ უკანასკნელს ვარჩევდი", - განაცხადა კაზემირომ, რომელსაც კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნევენ.

მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი იბსონიც დაბრუნდა სამშობლოში, სადაც "სანტოსთან" გააფორმებს კონტრაქტს. "სანტოსს" უფრო ხარკოვის "მეტალისტის" ბრაზილიელი ლეგიონერის, კლეიტონ შავიერის შეძენა სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა უკრაინაში დარჩენა ამჯობინა.

კოპა ამერიკის ხსენების გარეშე არ გამოვა - ბრაზილიური ფეხბურთის ბოსებმა განაცხადეს, რომ ტურნირის ჩაფლავების მიუხედავად, არაფერი ემუქრება მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა მთავარ მწვრთნელ მანო მენეზეშს - მან უნდა გაწვრთნას ბრაზილიის ნაკრები 2014 წლის მუნდიალზე, რომელიც ბრაზილიაშივე გაიმართება.

მოკლედ, მენეზეშს წარუმატებლობა ეპატია და ეგ არის...

თ მ ფ წ ბ ქ
1. კორინთიანსი 9 8 1 0 17-4 25
2. სან პაულუ 10 7 0 3 14-10 21
3. ფლამენგო 9 5 4 0 18-8 19
4. პალმეირასი 9 5 3 1 16-6 18
5. ვასკო და გამა 10 5 2 3 15-14 17
6. ბოტაფოგო 9 4 4 1 12-7 16
7. კრუზეირო 10 4 3 3 14-10 15
8. ინტერნასიონალი 11 4 3 4 17-14 15
9. სეარა 10 4 2 4 16-15 14
10. ფიგეირენსე 9 4 2 3 10-11 14
11. კორიტიბა 10 4 1 5 18-14 13
12. ფლუმინენსე 9 4 0 5 8-11 12
13. გრემიო 9 3 2 4 11-12 11
14. სანტოსი 8 3 2 3 9-10 11
15. ატლეტიკო მ. 10 3 2 5 13-18 11
16. ბაია 10 2 4 4 12-14 10
17. ატლეტიკო გ. 10 2 2 6 8-12 8
18. ავაი 10 1 4 5 9-22 7
19. ამერიკა 10 1 3 6 10-22 6
20. ატლეტიკო პ. 10 0 2 8 3-16 2

ბომბარდირები: 6 - ვალტერ მონტილიო (კრუზეირო); 5 - რონალდინიო (ფლამენგო), ელკესონი (ბოტაფოგო), ოსკარი (ინტერნასიონალი), ვილიანი (კორინთიანსი), ვაშინგტონი (სეარა), ალეშანდრო (ამერიკა); 4 - ანდერსონ აკინო (კორიტიბა), ბორჟესი (სანტოსი), ლიედსონი (კორინთიანსი), დეივიდი (ფლამენგო), ლუანი (პალმეირასი), ჟობსონი (ბაია), ბერნარდო (ვასკო და გამა).

მომდევნო ტური
21 ივლისი: ავაი-ინტერნასიონალი.
23 ივლისი: ამერიკა-ფიგეირენსე, ატლეტიკო პ-ბოტაფოგო, სან პაულუ-ატლეტიკო გ., ფლამენგო-სეარა.
24 ივლისი: ატლეტიკო-ვასკო და გამა, ბაია-კორიტიბა, კორინთიანსი-კრუზეირო, ფლუმინენსე-პალმეირასი.

აშშ. მლს

ფოტო:
მინაწერი: ტიერი ანრი ბომბარდირთა დავაში ლიდერობს

სიეტლი-კოლორადო 4:3
კოლამბუსი-სან ხოსე 0:0
ჩიკაგო-პორტლენდი 0:1
ჰიუსტონი-სპორტინგი 1:1
დალასი-დი სი იუნაიტედი 0:0
ჩივასი-ნიუ იორკი 0:0
ნიუ ინგლენდი-ფილადელფია 0:3

ლიდერები
აღმოსავლეთი: ფილადელფია - 31 ქულა; ნიუ იორკი - 29; კოლამბუსი - 28.
დასავლეთი: ლოს ანჯელესი - 39; სიეტლი - 38; დალასი - 35.

ბომბარდირები: 9 - ლენდონ დონოვანი (ლოს ანჯელესი), ტიერი ანრი (ნიუ იორკი); 8 - ჩარლი დევისი (დი სი იუნაიტედი), ბრეკ ში (დალასი)

კოპა ამერიკა 2011. ნახევარფინალის წინ

დღეს. 04:45. ლა პლატა
პერუ-ურუგვაი
პერუ (სავარაუდო): ფერნანდესი, აკასიეტე, ვილჩესი, კარმონა, როდრიგესი, ვარგასი, კრუსადო, ლობატონი, ბალბინი, გერერო, ადვინკულა.
ურუგვაი (სავარაუდო): მუსლერა, მ. პერეირა, ლუგანო, კოატესი, კასერესი, ა. პერეირა, გონსალესი, გარგანო, რიოსი, ფორლანი, სუარესი.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული