ურუგვაის ნაკრები კოპა ამერიკის ფინალშია

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრები არგენტინაში მიმდინარე ამერიკის თასის პირველი ფინალისტი გახდა. ურუგვაელებმა პერუს ნაკრებს 2:0 სძლიეს. ორივე გოლი ინგლისური "ლივერპულის" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა 52-ე და 57-ე წუთებზე გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც სწორედ იგი დაასახელეს.

პერუელები 69-ე წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან გუნდის კაპიტანი ხუან ვარგასი ურუგვაელთა მცველ სებასტიან კოატესთან უხეშობისთვის წითელი ბარათით დასაჯა.

ფინალში ურუგვაელთა მეტოქე პარაგვაი-ვენესუელას შორის, მეორე ნახევარფინალურ მატჩში გამოვლინდება. თუკი ურუგვაის ნაკრებმა კოპა ამერიკის წლევანდელი გათამაშების მოგება შეძლო, ამ ტურნირის გამარჯვებული მეთხუთმეტედ გახდება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტჯერ ამერიკის თასი
აქამდე სწორედ ურუგვაისა და არგენტინას, 14-14-ჯერ აქვთ მოგებული. ბრაზილიის ნაკრებმა ამ ტიტულის დაუფლება სულ რვაჯერ შეძლო.

კოპა ამერიკაზე ფინალური შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული