ურუგვაის ნაკრების ფორვარდი ლუის სუარესი კოპა ამერიკას საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან არა მარტო 4 გოლით გამოიჩინა თავი, არამედ დიდი ენერგია დაახარჯა მატჩებს და მუდამ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. ამას დაერთო გამოცდილი დიეგო ფორლანის ლიდერობა და მივიღეთ ურუგვაის ნაკრების ჰეგემონია კოპაზე.
სუარესის მოწადინებამ მოაგებინა ურუგვაის ნახევარფინალური მატჩი პერუს წინააღმდეგ (2:0). ამ შეხვედრაში ახალგაზრდა ფორვარდმა ორივე გოლი გაიტანა. იმ თამაშში ლივერპულელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს 31,7%-ით.
ისე გ
"ჩვენ ყველანი მადლიერნი ვართ იმ ხალხს, ვინც ფინალში გვერდში დაგვიდგა, არ დაიზარა, ჩამოვიდა და გვიგულშემატკივრა", - განაცხადა სუარესმა პრიზის მიღებისას
კოპა ამერიკას საუკეთესო ფეხბურთელები (ბოლო 10 ტურნირი)
2007: რობინიო (ბრაზილია)
2004: ადრიანო (ბრაზილია)
2001: ამადო გევარა (ჰონდურასი)
1999: რივალდო (ბრაზილია)
1997: რონალდო (ბრაზილია)
1995: ენცო ფრანჩესკოლი (ურუგვაი)
1993: სერხიო გოიკოჩეა (არგენტინა)
1991: ლეონარდო როდრიგესი (არგენტინა)
1989: რუბენ სოსა (ურუგვაი)
1987: კარლოს ვალდერამა (კოლუმბია)
ახალგაზრდა
ფინალური მატჩის შემდეგ "კლაროს" ტროფეი ურუგვაელთა 20 წლის მცველ სებასტიან კოატესს გადაეცა. ის კოპა ამერიკას საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. კოატესმა აჯობა ისეთ ახალგაზრდა ვარსკლავებს, როგორიც კოსტარიკელი ჯოელ კემპბელი და ბრაზილიელი ნეიმარია. კოატესმა კოპას 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
კოატესი ტიპიური ურუგვაელი ფეხბურთელია, რომელშიც მებრძოლი სული უზადო ტექნიკასთან არის შერწყმული. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კოატესის შეძენა კონტინენტზე და ევროპაში ბევრ სუპერგუნდს სურს.
მონტევიდეოელი ჭაბუკი 198 სანტიმეტრია სიმაღლეში და როცა ამხელა სიმაღლესთან ერთად ფეხბურთელი ტექნიკურიცაა, მას დიდი მომავალი უნდა ჰქონდეს. საოცარია, მაგრამ ფაქტია - მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ამ კოპა ამერიკაზე ჰქონდა. მისი ამჟამინდელი კლუბი მონტევიდეოს "ნასიონალია".
მეკარე
34 წლის პარაგვაელი გოლკიპერის ოქროს საათი ამ კოპაზე ბრაზილიის ნაკრებთან მატჩი იყო, როცა მან ბრაზილიელი ვარსკვლავების არაერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია და ბოლოს ისე აუბნია თავგზა მათ, რომ 4 პენალტიდან 3 ააცილეს, ერთი კი აუღო.
ასევე კარგი იყო ვილარი ვენესუელასთან ნახევარფინალურ მატჩში და არც ფინალში ყოფილა გოლები მაინცდამაინც მისი ბრალი. საბოლოოდ ვეტერანი ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა, თუმცა ტურნირის ორგანიზატორებმა ის ამ მედალს არ დააჯერეს - შეჯიბრების საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.
პარაგვაელთა კაპიტანმა დაიმსახურა ეს ჯილდო, მას მხოლოდ ერთი რეალური კონკურენტი ჰყავდა - ურუგვაელთა გოლკიპერი ფერნანდო მუსლერა.
ლიდერი
მას არ მიუღია არც ერთი ინდივიდუალური პრიზი. ამ ფოტოზე ის თასით ხელშია გამოხატული, თუმცა კოპა მას არ მიუღია ფიფას პრეზიდენტის ხელიდან, რადგან გუნდის კაპიტანიც არ არის. ის არ დაუსახელებიათ არც ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად და არც მთელი ტურნირის, მაგრამ ის მაინც ძალიან მაგარია - ურუგვაის ნაკრებმა რომ 16 წლის პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვა ტიტული დიეგო ფორლანის დიდი დამსახურებაა.
მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი ურუგვაის ნაკრების ნამდვილი ლიდერია და სულია, მიუხედავად იმისა, რომ მას ერთი ინდივიდუალური ტიტულიც კი არ შეხვედრია.
დიეგო ფორლანი ურუგვაული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა: ფინალში მან ორი გოლი გაიტანა და ექტორ სკარონეს წამოიწია - მათ ნაკრებში 31-31 გოლი აქვთ გატანილი, თუმცა დიეგოს მეტის შანსი რჩება. ფორლანმა ნაკრებში 82 მატჩი ითამაშა და ამ მხრივ ის ერთპიროვნული ლიდერია ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში (ეს რეკორდიც მან წლევანდელ კოპაზე დაამხო).
ფორლანი ღირსეული წარმომადგენელია მისი ოჯახის და ალბათ ერთადერთი ადამიანია დედამიწის ზურგზე, ვისაც ამგვარი რეკორდი ეკუთვნის - კვირას დიეგო ფორლანი კოპა ამერიკას გამარჯვებული პირველად გახდა, ოჯახს მხოლოდ მისი ტიტული აკლდა - მამამისს და პაპამისსაც მოგებული აქვთ კოპა.
ბომბარდირი
კოპა ამერიკას ბომბარდირთა დავა მოიგო იმ ფორვარდმა, რომელსაც, თითქოს, ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდა საამისოდ, რადგან ფავორიტი ნაკრების წევრი არ იყო, თუმცა პერუელთა ცხრიანმა საპირისპირო დაამტკიცა, როცა 5 გოლით ყველას აჯობა. 5-დან 3 გოლი მან მე-3 ადგილისთვის მატჩში გაიტანა ვენესუელელთა წინააღმდეგ. მე-2 ადგილზე ბომბარდირთა დავაში ლუის სუარესი გავიდა.
27 წლის ლიმელი ფეხბურთელი უკვე მე-5 წელია, რაც გერმანულ "ჰამბურგში" თამაშობს, მანამდე კი ის მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი იყო.
კოპა 2011-ის ბომბარდირები
5 - პაოლო გერერო (პერუ)
4 - ლუის სუარესი (ურუგვაი)
3 - სერხიო აგუერო (არგენტინა)
2 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი)
2 - ნეიმარი (ბრაზილია)
2 - რადამელ ფალკაო (კოლუმბია)
2 - ალვარო პერეირა (ურუგვაი)
2 - ალეშანდრე პატო (ბრაზილია)
2 - დიეგო ფორლანი (ურუგვაი)
სხვები: 1-1 გოლი (29 ფეხბურთელი)
სტატისტიკა
ყველაზე მეტი ზუსტი პასი თამაშში - ანდრე სანტოსი (ბრაზილია) - 276
ყველაზე მეტი ჩაწოდება თამაშში - დიეგო ფორლანი (ურუგვაი) - 33
ყველაზე მეტი გრძელი პასი თამაშში - პაულო და სილვა (პარაგვაი) - 44
ყველაზე მერი დრიბლინგი თამაშში - ნეიმარი (ბრაზილია) - 27
ყველაზე მეტი მოგებული ორთაბრძოლა თამაშში - პაულო და სილვა (პარაგვაი) - 30
ყველაზე მეტი დარტყმა კარში - დიეგო ფორლანი (ურუგვაი) - 12
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ - დიეგო ფორლანი (ურუგვაი) - 26
ყველაზე მეტი ჯარიმა - გაბრიელ ჩიჩერო (ვენესუელა) - 20
ყველაზე მეტი ჯარიმა მასზე - ლუის სუარესი (ურუგვაი) - 27
ყველაზე მეტი თამაშგარე თამაშში - ლუკას ბარიოსი (პარაგვაი) - 9
ყველაზე მეტჯერ მოგებული ბურთი - ალბერტო როდრიგესი (პერუ) - 62
ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი - მარტინ კასერესი (ურუგვაი) - 4
გუნდური სტატისტიკა
ზუსტი პასები
2075 არგენტინა
1986 ბრაზილია
1807 პარაგვაი
ზუსტი ჩაწოდებები
27 ურუგვაი
24 ჩილე
21 პერუ
მოგებული ორთაბრძოლები
178 პარაგვაი
127 ურუგვაი
111 ვენესუელა
დრიბლინგი
83 ბრაზილია
64 არგენტინა
54 პერუ
კარში დარტყმა
32 ურუგვაი
30 არგენტინა
29 ვენესუელა
კარისკენ დარტყმა
48 ურუგვაი
47 კოლუმბია
44 არგენტინა
თამაშგარე
19 პარაგვაი
17 ვენესუელა
15 პერუ
ბურთის მოპოვება
221 პარაგვაი
201 პერუ
165 ურუგვაი
ურუგვაის ნაკრების სტატისტიკა
გუნდური
1185 ზუსტი პასი
27 ზუსტი ჩაწოდება
110 ზუსტი გრძელი პასი
127 მოგებული ორთაბრძოლა
32 ზუსტი დარტყმა
117 ჯარიმა
114 ჯარიმა მასზე
10 თამაშგარე
264 წუთი ბურთის ფლობის
ყველაზე მეტი
116 ზუსტი პასი მაქსი პერეირა
8 ზუსტი ჩაწოდება დიეგო ფორლანი
37 ზუსტი გრძელი პასი ფერნანდო მუსლერა
12 წარმატებული დრიბლინგი ლუის სუარესი
24 მოგებული ორთაბრძოლა არევალო რიოსი
ურუგვაი: ლუის სუარესი (6 თამაში, 4 გოლი), დიეგო ფორლანი (6, 2), ფერნანდო მუსლერა (6), მაქსი პერეირა (6), არევალო რიოსი (6), დიეგო ლუგანო (6), ალვარო პერეირა (5, 2), დიეგო პერესი (5, 1), ალვარო გონსალესი (5), მარტინ კასერესი (5), სებასტიან ეგურენი (5), სებასტიან კოატესი (4), ნიკოლას ლოდეირო (3), ედინსონ კავანი (3), მაურისიო ვიქტორინო (2), ვალტერ გარგანო (2), აბელ ერნანდესი (2), კრისტიან როდრიგესი (2), ანდრეს სკოტი (1), დიეგო გოდინი (1), სებასტიან აბრეუ (1), ხუან კასტილიო (0), მარტინ სილვა (0).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"