არგენტინის ნაკრების მწვრთნელის პოსტი თავისუფალია

AutoSharing Option
AFP-ის ინფორმაციით, არგენიტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერხიო ბატისტა გაანთავისუფლეს. მწვრთნელის გაშვების შესახებ გადაწყვეტილება არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის სხდომაზე მიიღეს. ბატისტა გუნდის თავკაცის პოსტზე 8 თვე იმყოფებოდა.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ბატისტა კოპა ამერიკაზე ცუდი შედეგის მიუხედავად, პოსტს მაინც შეინარჩუნებდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც პენალტების სერიაში ურუგვაისთან დამარცხდა.

მთავარი მწვრთნელის გაშვების გამო არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ 2011 წლის 10 აგვისტოს რუმინეთთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა გააუქმა.

ვინ შეცვლის 48 წლის სპეციალისტს, ჯერ უცნობია, თუმცა არგენტინის თავკაცის ადგილი შეიძლება პარაგვაის მთავარმა მწვრთნელმა
ხერარდო მარტინომ დაიკავოს. ასევე განიხილება კლუბ "ალ- ჯაზირას" მწვრთნელის ალეხანდრო საბელიას კანდიდატურა.

სერხიო ბატისტას ხელმძღვანელობით არგენტინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა. ბატისტა მთავარ მწვრთნელად 2010 წელს, დიეგო მარადონას წასვლის შემდეგ დაინიშნა. არგენტინის ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 17 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 8 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული