არგენტინის ნაკრებს "ესტუდიანტესის" ექსმწვრთნელს უკავშირებენ

AutoSharing Option
ალეხანდრო საბელია, რომელიც 2009-2011 წლებში "ესტუდიანტესს" ედგა სათავეში, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთერთ უმთავრეს კანდიდატად განიხილება.

56 წლის არგენტინელი სპეციალისტი, რომელმაც ორი წლის წინ კლუბთან ერთად ლივერტადორესის თასის მოგება იზეიმა, ცოტა ხნის წინ არაბეთის გაერთიანებული საემიროების "ალ ჯაზირას" გაწვრთნას დათანხმდა, თუმცა ახლა თავისი არჩევანის გადახედვა მოუწევს.

"მართალია, ეს ჯერ არაოფიციალური ინფორმაციაა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საბელია "ალ ჯაზირას" არ გაწვრთნის. წესით კლუბში ის გუშინ უნდა მოსულიყო, რათა გუნდის სეზონისთვის მომზადება დაეწყო", - განაცხადა აბუ-დაბური კლუბის მენეჯერმა.

არგენტინის
ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც კოპა ამერიკაზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ სერხიო ბატისტამ დატოვა, კიდევ ერთ პრეტენდენტად პარაგვაის ნაკრების თავკაცი ხერარდო მარტინო სახელდება.

მომზადებულია Sport360-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული