"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა მსაჯი ყვითელი ბარათისთვის გალახა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, არგენტინელმა ფერნანდო რედონდომ ყვითელი ბარათის ჩვენებისთვის არბიტრი სცემა. ინცედენტი არგენტინაში ორი თვის წინ მომხდარა, თუმცა ახლახან გამჟღავნდა, როდესაც დალილავებულმა მსაჯმა აბელ ფალკონმა ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლა.

1994-2000 წლებში "რეალის" ფეხბურთელს მსაჯი სამოყვარულო ტურნირში "შემოელახა", რომელიც ბუენოს აირესში გაიმართა. ნეკნებჩალურჯებული მსაჯი საავადმყოფოში გადაუყვანიათ. თურმე საბრალოს მთელი ათი დღის განმავლობაში სუნთქვა უჭირდა და ცუდად ეძინა.

რას მოსთხოვს 52 წლის ფალკონი რედონდოს გალახვისთვის, უცნობია. ტურნირის ორგანიზატორებმა კი მომხდარის გამო ფეხბურთელიცა და მისი გუნდი "ლოს ბიჩოსიც" გათამაშებიდან მოკვეთეს.

მომზადებულია Pueblo y
Sociedad Noticias-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული