რიკელმე: არგენტინა უნდა ამაყობდეს მესით!

AutoSharing Option
არგენტინელმა ნახევარმცველმა ხუან რომან რიკელმემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეროვნული გუნდის წარუმატებლობაში გულშემატკივრებისგან ლიონელ მესის დადანაშაულება გაუმართლებელია და მათ, პირიქით, უნდა იამაყონ, რომ "ბარსელონას" ვარსკლავი არგენტინელია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის თასზე ალბისელესტე, რომელიც ტურნირის მასპინძელი და უმთავრესი ფავორიტი იყო, შეჯიბრს 1/4-ფინალიდან გამოეთიშა.

"ძალიან გამიკვირდა, არგენტინა კოპა ამერიკიდან რომ ასე მალე გამოვარდა. ყოველთვის, როდესაც ჩვენი ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს, მთავარ დამნაშავედ მესის ასახელებენ. ლიონელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ის არგენტინელია", - განაცხადა რიკელმემ.

მომზადებულია Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული