დეკუ პენსიაზე დაფიქრდა

AutoSharing Option
"ფლუმინენსეს" ნახევარმცველმა დეკუმ შესაძლოა უახლოეს მომავალში ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გააკეთოს განცხადება. ის აცხადებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ტრავმები მიეძალა და ამდენი ფიზიკური ტკივილის ატანის აღარც ნერვები აქვს და აღარც ის მოტივაცია ახალისებს, რომ ყველაფრის მოთმენის შემდეგ ფეხბურთს ისევ ითამაშებს. ერთი სიტყვით, ის დაიღალა.

ხუმრობა საქმე ხომ არ არის, 2010 წლის აგვისტოს შემდეგ 33 წლის ფეხბურთელმა ტრავმა უკვე მეშვიდედ მიიღო. უკანასკნელი დაზიანების წყალობით კი ის მინდორს სექტემბერზე ადრე ვერ დაბრუნდება. "დეკუ დაღონებულია, - აცხადებს "ფლუს" დამრიგებელი აბელ ბრაგა. – მას სურს,
დაუფიქრდეს შექმნილ მდგომარეობას და ისე გადაწყვიტოს, უღირს თუ არა ფეხბურთში დარჩენა. ამისთვის კი დრო სჭირდება. კლუბი მას აძლევს ამ დროს. ჩვენ გარდა მისგან პასუხს გულშემატკივრებიც ელიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული