შეგახსენებთ, რომ მანუ მენესის ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრები ნახევარფინალში პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
"ბრაზილიაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ნაკრებმა ხალხს იმედი გაუცრუა. შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ნაკრები წელს სათანადო დონეზე არ იმყოფებოდა. გუნდში არსებული ყველა პრობლემა უნდა გავაანალიზოთ და შემდეგ წელს უფრო მომზადებულები გამოვიდეთ", - განაცხადა დუნგამ.
მომზადებულია Gazeta Esportiva-ს მიხედვით