ოთხმა დამნაშავემ ზაგალოს მანქანა გააჩერა და იარაღის მუქარით საფულე და ოქროს ჯაჭვი წაართვა. ყოფილ მოთამაშესთან ერთად მანქანაში მისი ცოლი და ვაჟი იმყოფებოდნენ.
ბოროტმოქმედებს მისთვის მანქანის წართმევაც სურდათ, მაგრამ როდესაც იცნეს, ამ იდეაზე უარი თქვეს.
ინციდენტი რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში, სანაპიროსთან ახლოს, 16 აგვისტოს გამთენიისას მოხდა.
მომზადებულია AP-ის მიხედვით