მოწინავე ტრიოს სტატუს-კვო

AutoSharing Option
ბრაზილია. სერია A. XVI ტური
სან პაულუ-ატლეტიკო პ. 2:2
გოლები: 0:1 ფრანსერჟიო (21), 1:1 ილსინიო (24), 1:2 ედიგარი (77), 2:2 რივალდო (90)

კრუზეირო-ავაი 5:0
გოლები: 1:0 ფაბრისიო (27), 2:0 ანსელმო რამონი (35), 3:0 მონტილიო (44-პენ), 4:0 ტიაგო რიბეირო (81), 5:0 ორტიგოსა (83)
გაძევება: ველტონ ფელიპე (43. ავაი)

ატლეტიკო გ.-სანტოსი 2:0
გოლები: 1:0 ანსელმო (69), 2:0 დიოგო კამპოსი (79)

ბოტაფოგო-ამერიკა 4:2
გოლები: 0:1 ალესანდრო (2), 0:2 როდრიგინიო (9), 1:2 ელკესონი (31), 2:2 ანტონიო კარლოსი (62), 3:2 ალექსი (75), 4:2 ალექსი (79)

კორინთიანსი-სეარა 2:2
გოლები: 1:0 პაულინიო
(24), 1:1 ოსვალდო (29), 2:1 ალექსი (30), 2:2 რუდნეი (84)

ვასკო და გამა-პალმეირასი 1:0
გოლი: 1:0 ბერნარდო (80)

ფიგეირენსე-ფლამენგო 2:2
გოლები: 0:1 დეივიდი (36), 0:2 დეივიდი (50), 1:2 სომალია (53), 2:2 ედსონ სილვა (70)

კორიტიბა-ატლეტიკო მ. 3:0
გოლები: 1:0 ბილი (32), 2:0 რაფინია (77-პენ), 3:0 ლეონარდო (89-პენ)
გაძევება: სერჟინიო (89. ატლეტიკო)
შენიშვნა: ანდერსონ აკინო (კორიტიბა) 55-ე წუთზე შეცვალეს

გრემიო-ფლუმინენსე 2:1
გოლები: 0:1 ფრედი (24), 1:1 მარკინიოსი (31), 2:1 მარკინიოსი (45)

ბაია-ინტერნასიონალი 1:1
გოლები: 0:1 ლეანდრო დამიაო (41), 1:1 ჟობსონი (78-პენ)
გაძევება: ფაბინიო (60. ბაია), ინდიო (77. ინტერნასიონალი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. კორინთიანსი 16 10 4 2 26-12 34
2. ფლამენგო 16 9 7 0 30-15 34
3. სან პაულუ 16 10 2 4 27-20 32
4. ვასკო და გამა 16 9 3 4 23-20 30
5. ბოტაფოგო 16 8 4 4 24-16 28
6. პალმეირასი 16 7 6 3 21-11 27
7. ინტერნასიონალი 16 6 5 5 24-20 23
8. ფიგეირენსე 16 6 5 5 17-18 23
9. ფლუმინენსე 15 7 0 8 16-17 21
10. კორიტიბა 16 6 3 7 28-21 21
11. კრუზეირო 16 6 3 7 22-17 21
12. სეარა 16 5 4 7 21-27 19
13. ბაია 16 4 7 5 19-21 19
14. გრემიო 15 4 6 5 16-18 18
15. ატლეტიკო გ. 16 4 4 8 15-19 16
16. სანტოსი 14 4 3 7 16-22 15
17. ატლეტიკო მ. 16 4 3 9 20-30 15
18. ატლეტიკო პ. 16 3 4 9 15-24 13
19. ავაი 16 3 4 9 18-36 13
20. ამერიკა 16 2 5 9 18-32 11

ბომბარდირები: 9 - რონალდინიო (ფლამენგო), 8 - ბორჟესი (სანტოსი), დეივიდი (ფლამენგო); 7 - მონტილიო (კრუზეირო), ალესანდრო (ამერიკა); 6 - ბილი (კორიტიბა), ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი), ელკესონი (ბოტაფოგო), ჟობსონი (ბაია).

XVII ტური
წუხელ (გვიან ღამით გაიმართა): ფლუმინენსე-ფიგეირენსე, ავაი-ვასკო და გამა, ატლეტიკო პ.-კრუზეირო, სეარა-გრემიო, სანტოსი-კორიტიბა, ინტერნასიონალი-ბოტაფოგო, ატლეტიკო მ. კორინთიანსი.

18 აგვისტო: პალმეირასი-ბაია, ფლამენგო-ატლეტიკო გ, ამერიკა-სან პაულუ.


ბრაზილიის ჩემპიონატის თანალიდერებმა, "კორინთიანსმა" და "ფლამენგომ" ერთნაირი ანგარიშით (2:2) დაკარგეს ქულები, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა მათმა მდევარმა "სან პაულუმ", რომელმაც, გაგიკვირდებათ და, ასეთივე ანგარიშით დაასრულა თავისი შეხვედრა. სერია A-ს ჯერ ეკვატორისთვისაც არ უწევია, თუმცა, ვფიქრობთ, გამოიკვეთა ის 6 კლუბი, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ამ ტურის ერთ-ერთმა გმირმა, "სან პაულუს" ვეტერანმა ვარსკვლავმა რივალდომ, რომელმაც ბოლო წუთზე გოლით "ატლეტიკო პარანაენსესთან" მარცხისგან იხსნა გუნდი, "სანტოსის" ნორჩ ვარსკვლავებს, განსოსა და ნეიმარს ურჩია, რაც შეიძლება მალე მოჰკურცხლონ ევროპაში, თუკი კარიერაში სერიოზული წინსვლა სწადიათ. "ვფიქრობ, განსომ და ნეიმარმა კარიერა ევროპაში უნდა გააგრძელონ. თან, რაც მალე გააკეთებენ ამას, მით უკეთესი მათთვის, თან "სან პაულუს" ლუკასიც წაიყვანონ. საქმე იმაშია, რომ წარმატებისთვის საჭიროა, მთელმა მსოფლიომ გაგიცნოს, მათ კი ყველა მონაცემი აქვთ, ევროპაში თავი გამოიჩინონ. ბრაზილიაში თამაშით კი ბევრ ვერაფერს მიაღწევენა".

რატომ ამბობს რივალდო ამას? ერთ მაგალითს მოვიყვანთ - ახლახან ბრაზილიაში მწვრთნელთა 25-ე ცვლილება განხორციელდა, "კოპა სუდამერიკანას" გამარჯვებულმა "ინტერნასიონალმა" 49 წლის სპეციალისტი დორივალ ჟუნიორი დანიშნა. სეზონის ნახევარიც არ გასულა და 20-გუნდიან ჩემპიონატში უკვე 25-ჯერ მოხვდა ცვლილება! დორივალ ჟუნიორი 18 თვით გაწვრთნის "ინტერნასიონალს", თუკი, რა თქმა უნდა, დააცადეს. ადრე მას "სანტოსში" უმუშავია. შარშან მწვრთნელს კონფლიქტი ნეიმართან მოუვიდა, კლუბის ხელმძღვანელობამ კი ნიჭიერი ლაწირაკის მხარე დაიჭირა და ჟუნიორი გუნდიდან გაუშვა.

"სან პაულუს" ტოვებს "შახტარის" ყოფილი ვარსკვლავი ილსინიო, რომელმაც ერთ წელიწადში ამ კლუბის მაისურით 34 თამაშში 5 გოლი გაიტანა. 25 წლის გარემარბს ასარჩევად აქვს საქმე, ის თავისუფალი აგენტია და შეუძლია "ინტერნასიონალში" ან "კრუზეიროში" გადავიდეს, ანაც ევროპაში წამოვიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული