გოლები: 0:1 ობოლო (13), 0:2 ლეგისამონი (18), 0:3 ლეგისამონი (38), 1:3 ა. კასტრო (75-პენ)
გაძევება: კორდობა (76. ატლეტიკო)
ველესი-ბანფილდი 3:0
გოლები: 1:0 ს. სილვა (22), 2:0 ორტისი (49), 3:0 მარტინესი (82)
ესტუდიანტესი-სან ლორენსო 0:2
გოლები: 0:1 ჯილიოტი (60), 0:2 მენდესი (62)
ბოკა-სანტა ფე 4:0
გოლები: 1:0 ვიატრი (1), 2:0 ვიატრი (79), 3:0 რიკელმე (83), 4:0 კოლასო (85)
სან მარტინი-ტიგრე 2:1
გოლები: 1:0 როიბერვალი (41), 2:0 ლანდა (83), 2:1 პიო (90)
ლანუსი-ინდეპენდიენტე 1:0
გოლი: 1:0 პავონე (90)
არხენტინოსი-ნიუელსი 1:1
გოლები: 1:0 მატეო (29. ს.კ.), 1:1 სპერდუტი
კოლონი-ოლ ბოისი 1:1
გოლები: 1:0 მატოსი (15 ს.კ.), 1:1 მატოსი (74)
ბელგრანო-ოლიმპო 1:1
გოლები: 0:1 როლე (7), 1:1 ფ. ვასკესი (56)
რასინგი-გოდოი კრუსი 3:0
გოლები: 1:0 გუტიერესი (11), 2:0 ლ. კასტრო (70), 3:0 გუტიერესი (76)
გაძევება: სიგალი (21. გოდოი კრუსი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლანუსი 2 2 0 0 2-0 6
2. ბოკა 2 1 1 0 4-0 4
3. ველესი 2 1 1 0 4-1 4
4. რასინგი 2 1 1 0 4-1 4
5. კოლონი FE 2 1 1 0 3-2 4
6. არსენალი 2 1 0 1 4-3 3
7. სან მარტინი 1 1 0 0 2-1 3
8. სან ლორენსო 2 1 0 1 2-1 3
9. ატლეტიკო 2 1 0 1 3-3 3
10. არხენტინოსი 2 0 2 0 2-2 2
11. ბელგრანო 2 0 2 0 2-2 2
12. ოლ ბოისი 2 0 2 0 2-2 2
13. ნიუელსი 2 0 2 0 1-1 2
14. ოლიმპო 2 0 2 0 1-1 2
15. ტიგრე 2 0 1 1 2-3 1
16. ესტუდიანტესი 2 0 1 1 0-2 1
17. გოდოი კრუსი 2 0 1 1 1-4 1
18. სანტა ფე 2 0 1 1 1-5 1
19. ინდეპენდიენტე 1 0 0 1 0-1 0
20. ბანფილდი 2 0 0 2 0-5 0
ბომბარდირები: 3 - გუტიერესი (რასინგი); 2 - განდინი (ატლეტიკო), ლეგისამონი (არსენალი), მატოსი (ოლ ბოისი), ვიატრი (ბოკა ხუნიორსი).
მომდევნო ტური
დღეს: არსენალი-ველესი.
20 აგვისტო: სან ლორენსო-არხენტინოსი, სან მარტინი-ლანუსი, ინდეპენდიენტე-ესტუდიანტესი.
21 აგვისტო: ოლ ბოისი-ატლეტიკო, ტიგრე-გოდოი კრუსი, ნიუელსი-ბოკა ხუნიორსი, ბანფილდი-რასინგი.
22 აგვისტო: ოლიმპო-კოლონი, სანტა ფე-ბელგრანო.
რივერ პლეიტის "ისტორიული" გამარჯვება
არგენტინული აპერტურა ახალი დაწყებულია, თუმცა ჩემპიონატს უკვე ჰყავს ერთპიროვნული ლიდერი - ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმის მოგროვება "ლანუსის" გარდა ვერც ვერავინ შეძლო. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "ლანუსი" საჩემპიონო თამაშს აჩვენებს, მას ჯერჯერობით უმართლებს - პირველ ტურში 40 წლის გაბრიელ შურერის გუნდმა "სან ლორენსოზე" ცუდად ითამაშა, მაგრამ მოუგო მეტოქეს. იგივე გამეორდა მეორე ტურშიც - ლიდერს თამაშით "ინდეპენდიენტე" სჯობდა, მაგრამ...
დაძაბულობა და დრამა, იცოცხლე, ამ თამაშში ზომაზე მეტი იყო, აი, თამაშის ხარიხსი კი უკეთესის სურვილს ტოვებდა. შურერმა, რატომღაც, სკამზე დასვა დიეგო ვალერი და გუნდი მანამ არ დალაგდა, სანამ მწვრთნელმა თამაშში ვალერი და ორი ახალწვეული, პავონე და ნეირა არ ჩართო. "ინდეპენდიენტე" კარგად თამაშობდა, განსაკუთრებით ყოჩაღობდა მათი ახალწვეული მცველი გაბრიელ მილიტო. გოლი კი მე-3 დამატებულ წუთზე გავიდა, დებიუტანტმა "ელ ტანკე" მარიანო პავონემ რეგეიროსგან პასი მიიღო და თითქმის ცარიელ კარში გაიტანა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის პავონეს ევროპაში "ბეტისში" უთამაშია, ხოლო ბოლო სეზონი მან "რივერ პლეიტში" იჯარით გაატარა.
"რასინგი" იოლად გაუსწორდა "გოდოი კრუსს" - 3:0. ეს დიეგო სიმეონეს პირველი გამარჯვება იყო "რასინგის" თავკაცის რანგში. "აკადემიელთა" მთავარმა შემტევმა, კოლუმბიელმა ტეოფილო გუტიერესმა უკვე მე-11 წუთზე გამოიჩინა თავი. 21-ე წუთზე სტუმარმა სიგალიმ თამაშის წესი დაარღვია საჯარიმოში (მსაჯის ერთობ საეჭვო გადაწყვეტილება), რისთვისაც მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და "გოდოი კრუსი" 10 კაცის ამარა დატოვა, გუტიერესმა პენალტი ხარიხას გაარტყა. მეორე ტაიმში ლუკას კასტრომ და იმავე გუტიერესმა ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.
"კოლონში", რომელიც შინ 1:1 დაუზავდა "ოლ ბოისს", დებიუტი ყველასთვის ნაცნობ ერნესტო ხავიერ ჩევანტონს ჰქონდა.
ამ ტურში აღსანიშნავია "სან ლორენსოს" ბრწყინვალე თამაში სტუმრად "ესტუდიანტესთან" და "ბოკა ხუნიორსის" გამარჯვება დიდი ანგარიშით, "სანტა ფეს" კარში ერთი გოლი რიკელმემ გაიტანა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი კლემენტე როდრიგესი იყო.
ცხრილში ვერსად ნახავთ "რივერ პლეიტს", დიახ, მწარე რეალობაა - არგენტინულ პრიმერაში ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი აღარ თამაშობს. თავისი პირველი მატჩი რანგით მეორე დივიზიონში, რომელსაც არგენტინაში პრიმერა ბ ეწოდება, "მილიონარესმა" მოიგო - შინ 1:0 "ჩიკარიტა ხუნიორსი" დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე მცველმა ხუან მანუელ დიასმა შეაგდო. "რივერის" შემტევ დუეტს, ალეხანდრო დომინგესი და ფერნანდო კავენაგი შეადგენდნენ, ესეც თქვენი მეორე დივიზიონი!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"