რონალდინიო ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნდა

AutoSharing Option
რონალდინიო თავისი ქვეყნის ნაკრებში დაბრუნდა. "სელესაოს" მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზესმა ის განასთან ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებლად გამოიძახა. შეხვედრა 5 სექტემბერს ლონდონში გაიმართება. რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრებში ბოლოს 2010 წლის ნოემბერში ითამაშა.

მენეზესის თქმით, ბოლო დროს რონალდინიო თავის კლუბ "ფლამენგოში" კარგად თამაშობს და ნაკრებში თავის გამოჩენას შეძლებს. მიმიდნარე სეზონში თავდამსხმელმა უკვე 15 გოლი გაიტანა.

31 წლის რონალდინიოს ბრაზილიის ნაკრებში "მილანში" წარუმატებელი თამაშის გამო დაახლოებით 2 წელი არ იძახებდნენ. ის გუნდის შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა და ასევე 2011 წლის
ამერიკის თასი გამოტოვა, რომელიც ივლისში არგენტინაში გაიმართა.

განასთან მატჩის შემდეგ ბრაზილიის ნაკრები წლის ბოლომდე კიდევ 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ბრაზილიელები არგენტინასთან, კოსტარიკასთან, მექსიკასთან და გაბონთან ითამაშებენ.

განასთან მატჩისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:


მეკარეები:
ჟულიო სეზარი ("ინტერი", იტალია), ფაბიო ("კრუზეირო"), ჯეფერსონი ("ბოტაფოგო").
მცველები: ლუსიო ("ინტერი"), ტიაგო სილვა ("მილანი"), დავიდ ლუიზი ("ჩელსი", ინგლისი), დედე ("ვასკო და გამა"), დანიელ ალვესი, ადრიანო კორეია ( ორივე "ბარსელონა" (ესპანეთი), დანილო ("სანტოსი"), მარსელო ("რეალი", ესპანეთი).
ნახევარმცველები: ლუკას ლეივა ("ლივერპული", ინგლისი), რალფი ("კორინთიანსი"), ლუიზ გუსტავო ("ბაიერნი", გერმანია), ელიასი ("ატლეტიკო", ინგლისი), პაულო განსო ("შანტოსი"), ლუკასი ("სან პაულუ"), ფერნანდინიო ("შახტარი", უკრაინა).
თავდამსხმელები: ალეშანდრე პატო, რობინიო (ორივე "მილანი"), ნეიმარი ("სანტოსი"), ჰალკი ("პორტუ", პორტუგალია), რონალდინიო ("ფლამენგო"), ლენადრო დამია ("ინტერნასიონალი").
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული