მექსიკაში მატჩი სროლის გამო გადაიდო

AutoSharing Option
მექსიკის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის შეხვედრა ქალაქ ტორეონში "სანტოსსა" და "მორელიას" შორის სროლის გამო გადაიდო. ბოროტმოქმედებმა სტადიონზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლეს, რის შემდეგაც ტრიბუნაზე აფეთქებების სერია მოხვდა, რამაც გულშემატკივრებს შორის პანიკა გამოიწვია.

სტადიონზე მყოფი ფეხბურთელები ტრიბუნის შიგნით მყოფ დაწესებულებაში შევარდნენ, ხოლო ფანები მოედანზე გამოვარდნენ, რომ სროლაში არ მოყოლილიყვნენ.

შეხვედრა მე-40 წუთზე შეწყდა, როცა ანგარიში 0:0 იყო. მომხდარი ინციდენტის შემდეგ მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ დაღუპულები არ არიან, ხოლო ერთი პოლიციის თანამშრომელი დაჭრილია.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული