"ბრაზილიამ მოიგო და ტაშიც დავუკარი. თუმცა მას ბრაზილიური ფეხბურთი არ უთამაშია. ვატყობ, ამ ქვეყნის "ახალგაზრდობა" ბრაზილიური ფეხბურთის სტილის მიმდევარი არაა. მაგრამ სად არის ის ფეხბურთი მრავალრიცხვოვანი დრიბლინგებით, რიტმის შეცვლით და სხვა ელემენტებით?
ამის ნაცვლად ყურადღება მოთამაშეთა ათლეტურ თვისებებზეა გამახვილებული. ხომ ვნახეთ, რაც შეემთხვათ პენტაკამპეონებს სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე?", - განაცხადა ბლატერმა.
მომზადებულია O Globo-ს მიხედვით